როგორ მოვუაროთ კბილებს - rogor.ge

როგორ მოვუაროთ კბილებს

 

პირის ღრუს სწორი მოვლა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სტომატოლოგიური დაავადებების უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები გვირჩევენ, წელიწადში რამდენჯერმე ჩავიტაროთ კბილების პროფესიონალური გაწმენდა. კარიესის პროფილაქტიკის ძირითად მეთოდად კვლავ რჩება ინდივიადუალური ჰიგიენა.

 

საუკეთესო ვარიანტში, აუცილებელია კბილების გაწმენდა საკვების ყოველი მიღების შემდეგ, მაგრამ ვინაიდან უმრავლეს შემთხვევაში ეს შეუძლებელია, შეიძლება წმენდის მინიმალურ ნორმად მივიღოთ კბილების გაღვიძების შემდეგ და ძილის წინ გხეხვა. ჯაგრისი უნდა იყოს საშუალო სიხისტის, მაგრამ თუ თქვენ ღრძილების სისხლდენა გაწუხებთ, მაშინ ჯობს მსუბუქი ჯაგრისი გამოიყენოთ. კბილის პასტა უმჯობესია იყოს სამკურნალო-პროფილაქტიკური. ის არა მხოლოდ უმკლავდება კბილის ნადებს, არამედ თრგუნავს კარიესის გამომწვევ მიკროფლორას.

 

კბილების გახეხვის პროცედურამ არ უნდა დაიკავოს 3 წუთზე ნაკლები დრო. ქვედა კბილების გაწმენდა ჯობს ქვევიდან ზევით მიმართული მოძრაობით, ხოლო ზედა კბილები პირიქით. კბილების შიდა ნაწილი უნდა გაიწმინდოს არანაკლები ყურადღებით.

 

საკვების ყოველი მიღების შემდეგ აუცილებელია წყლის გამოვლება. ეს დაგეხმარებათ საკვების წანილაკების კბილების ნაპრალებიდან მოშორებაში და შეანელებს ნადების წარმოქმნის პროცესს. კბილების გვერდების ზედაპირის გაწმენდა შეგიძლიათ სპეციალური ძაფით. ის შეიძლება დამზადებული იყოს როგორც ნატურალური (როგორც წესი, აბრეშუმისგან), ასევე ხელოვნური მასალებისგან (ნეილონი, კაპრონი და სხვა). სასურველია შეარჩიოთ მენთოლითა და ფტორით გაჟღენთილი ძაფი. ასეთი ძაფები ამაგრებენ ემალს და პირში სისუფთავის შეგრძნებას ტოვებენ.

 

თუ საკვების მიღების შემდეგ არ შეგიძლიათ კბილების გაწმენდა ან წყლის გამოვლება, შეგიძლიათ მიირთვათ ვაშლი ან ყველის ნაჭერი. ეს არ არის ნადების მოშორების საუკეთესო მეთოდი, მაგრამ ექსტრემალური სიტუაციებისათვის გამოდგება.

 

მაშინაც კი, თუ არაფერი გაწუხებთ აუცილებელია წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკის მიზნით გაიაროთ პირის ღრუს დათვალიერება სტომატოლოგთან. ეს დაგეხმარებათ კარიესის დაბალ სტადიაზე აღმოჩენასა და კბილების დაზიანებისგან თავის არიდებაში.