როგორ შევარჩიოთ მამაკაცის კოსტუმი
ქურთუკი (პიჯაკი) კოსტუმის შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ პიჯაკს. ის არც მოძრაობაში უნდა გიშლიდეთ ხელს და არც საკიდივით გეკიდოთ ტანზე. რაც უფრო ელიტურია ნაკეთობა, მით უფრო ნატიფია მასში ტრადიციული ნაკერები და მეტია ხელით შესრულებული სამუშაო. ასე, რომ ყურადღება მიაქციეთ ნაკერებს. მრუდე და გამოძენძილი ნაკერი ნაკეთობის დეფექტის მაჩვენებელია. ღილების რაოდენობა: ერთი ღილი ქურთუკი (პიჯაკი) ერთი ღილაკით გამოიყენება, როგორც ერთ ბორტიანი ვერსია. ეს მოდელი ხშირად შოუბიზნესის წარმომადგენლებზეა გათვლილი. ღილაკი ყოველთვის შეკრულია. არ არის რეკომენდებული ბიზნეს მამაკაცებისთვის. ორი ღილი ქურთუკი (პიჯაკი) ორი ღილით გახდა პოპულარული მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასეთ მოდელს ირჩევენ ბანკირები, აღიარებულია, როგორც კონსერვატიული. პიჯაკი (ქურთუკი) იკვრება უშუალოდ ზედა ღილზე. სამი ღილი ქურთუკი (პიჯაკი) სამი ღილით, ზევითა ღილს ოდნავ ფარავს "ლაცკანი". პიჯაკი ორღილიანი ვერსიის მსგავსია. ითვლება არაფორმალურ ბიზნეს ქურთუკად. იკვრება ორი ზემოთა ან მხოლოდ შუა ღილი. ოთხი ღილი ქურთუკი (პიჯაკი). ოთხი ღილით, "ლაცკანი" ამ მოდელში მეტად პატარაა, ვიდრე ორი ან სამი ღილიან მოდელებში. დასაშვებია მხოლოდ არაფორმალურ კოსტიუმზე.
შარვალი შარვლის შერჩევისას, არის გარკვეული წესები : შარვალი ქამრის გარეშეც მჭიდროდ უნდა იყოს წელზე მიმაგრებული. ხარისხობრივად, მამაკაცის კოსტუმის შარვლის ისრები გაივლიან შუა მუხლზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიქმნება დამახინჯებული ფეხების ეფექტი. შარვლის ოპტიმალური სიგრძე, უნდა ფარავდეს ფეხსაცლის ზედა მხარეს და თითქმის მიდიოდეს ქუსლზე. რის შედეგადაც ჩნდება მცირე ბუნებრივი ტეხილი (ნაკეცი). შარვლის გადაკეცვის სიგანე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ უნდა აღემატებოდეს 3-4 სანტიმეტრს. თუ თქვენ ირჩევთ შარვალს გადაკეცვის გარეშე, მაშინ შარვლის სიგრძე უნდა იყოს უკნიდან 1.5-2 სანტიმეტრით მეტი წინაზე.