როგორ შევიკრათ ჰალსტუხი - rogor.ge

როგორ შევიკრათ ჰალსტუხი

 

1. მცირე კვანძი - Small Knot მცირე კვანძი საკუთარი სახელწოდებიდან გამომდინარე - მცირე ზომისაა და განკუთხვნილია მძირე ნაჭრებისათვის (მაგ: მჭიდრო აბრეშუმი). ყველაზე კარგად გამოიყურება მჭიდროდ მოხდენილ საყელოებთან ერთად. 1) ამოატრიალეთ განიერი ბოლო და ნაკერიანი მხარე მოაქციეთ ზევით. გადააჯვარედინეთ ბოლოები ისე, რომ ვიწრო აღმოჩნდეს ზევიდან. 2) განიერი ნაწილი ვიწროს ზევიდან შემოატარეთ. 3) შემომოატარეთ განიერი ნაწილი კვანძს, გაატარეთ იგი საყელოსა და ჰალსტუხს შორის. 4) განიერი ნაწილი გადმოატარეთ ჰალსტუხის წინ. 5) გაატარეთ ჰალსტუხის განიერი ნაწილი კვანძის ზედა ფენის ქვეშ. გამოქაჩეთ განიერი ბოლო და შეკარით კვანძი. 6) თუ ჰალსტუხის ბოლოები არ ემთხვევა ერთმანეთს, დაიწყეთ ხელახლა, დაარეგულირეთ ვიწრო და განიერი ნაწილის სიგრძე. დარწმუნდით, რომ ჰალსტუხი სწორადაა შეკრული და გაუსწორეთ იგი ზუსტად საყელოს ცენტრს.

 

2. მარტივი კვანძი (ოთხეული) - Four in hand ასეთი კვანძი თავისი სიმარტივის წყალობით შეკვრის მეთოდებს შორის ყველაზე პოპულარულია. ეს კვანძი გაჩნდა ინგლისში, ისეთ დროს, როცა ქუჩაში ცხენებით შებმული ეტლები დადიოდა. ასეთი კვანძი კეთდება ჰალსტუხის ვიწრო ნაწილზე, ის ცოტათი ასიმეტრიულია და ერგება ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციას. სასურველია მისი გამოყენება მძიმე ნაჭრებთან. 1) გაიკეთეთ ჰალტუხი კისერზე ისე, რომ განიერი ნაწილი დაახლოებით 30 სანტიმეტრით უფრო გრძელი იყოს, ვიდრე ვიწრო. 2) შემოატარეთ განიერი ნაწილი ვიწროს. 3) გამოატარეთ განიერი ბოლო ვიწროს წინ. 4) ამოატარეთ განიერი ბოლო საყელოსა და ჰალსტუხს შორის. 5) დაიჭირეთ წინა ნაწილი საჩვენებელი თითით, რათა იგი არ შევიწროვდეს, შემდეგ კი გამოატარეთ განიერი ნაწილი ჰალსტუხის სივრცეში ზევიდან ქვევით. 6) თუ ჰალსტუხის ბოლოები არ ემთხვევა ერთმანეთს, დაიწყეთ ხელახლა, დაარეგულირეთ ვიწრო და განიერი ნაწილის სიგრძე. დარწმუნდით, რომ ჰალსტუხი სწორადაა შეკრული და გაუსწორეთ იგი ზუსტად საყელოს ცენტრს.

 

3. ვინდზორი - Windsor ამ კვანძის გამოგონება შეცდომით მიეწერებოდა ჰერცოგ ვინძდზორს. ვინდზორის კვანძი (ცნობილია როგორც სრული ვინდზორი ან ორმაგი ვინდზორი) - ეს არის განიერი სამკუთხა კვანძი, რომელიც როგორ წესი, გამოიყენება ოფიციალური სიტუაციების დროს. კვანძის ეს სახეობა ყველაზე კარგად განიერ საყელოსთან ერთად გამოიყურება. 1) გაიკეთეთ ჰალტუხი კისერზე ისე, რომ განიერი ნაწილი დაახლოებით 30 სანტიმეტრით უფრო გრძელი იყოს, ვიდრე ვიწრო. გადააჯვარედინეთ ბოლოები (განიერი ნაწილი ვიწროს წინ უნდა მოექცეს). 2) გამოაძვრინეთ განიერი ბოლო წარმოქნილ ფითილს შორის და დაუშვით ქვევით. 3) შემოატარეთ განიერი ბოლო კვანძის ქვევიდან მარცხენა მხარეს. 4) კიდევ ერთხელ გამოაძვრინეთ განიერი ბოლო ფითილს შორის და დაუშვით ქვევით. 5) მიმართეთ განიერი ნაწილი მარჯვნივ კვანძის ზევიდან, ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები. 6) ასწიეთ განიერი ნაწილი და გაატარეთ იგი ფითილს შორის მესამედ, გამოსწიეთ წინ. 7) ფრთხილად გამოქაჩეთ განიერი ნაწილი იმისათვის, რომ მჭიდროდ მიაბჯინოთ საყელოს. 8) თუ ჰალსტუხის ბოლოები არ ემთხვევა ერთმანეთს, დაიწყეთ ხელახლა, დაარეგულირეთ ვიწრო და განიერი ნაწილის სიგრძე. დარწმუნდით, რომ ჰალსტუხი სწორადაა შეკრული და გაუსწორეთ იგი ზუსტად საყელოს ცენტრს.

 

4. ნახევრად-ვინდზორი Half-Windsor თუ უპირატესობას მკაცრ სტილს ანიჭებთ, მაშინ სცადეთ ნახევრად-ვინდზორის კვანძი. ეს არის საშუალო სიგანი სამკუთხა კვანძი, რომელიც გამოიყურება უფრო ოფიციალურად, ვიდრე ოთხმაგი კვანძი. შესანიშნავად მოერგება ყველა სიტუაციას. სასურველია შეუთავსოთ კლასიკური საყელოს მქონე პერანგებსა და თხელი ან საშუალო სიმჭიდროვის ქსოვილებს. 1) გაიკეთეთ ჰალტუხი კისერზე ისე, რომ განიერი ნაწილი დაახლოებით 30 სანტიმეტრით უფრო გრძელი იყოს, ვიდრე ვიწრო. გადააჯვარედინეთ ბოლოები (განიერი ნაწილი ვიწროს წინ უნდა მოექცეს). 2) შემოატარეთ განიერი ნაწილი ვიწროს. 3) გამოაძვრინეთ განიერი ბოლო წარმოქნილ ფითილს შორის და დაუშვით ქვევით. 4) შემოატრიალეთ განიერი ნაწილი კვანძის ზემოთ. 5) კიდევ ერთხელ გამოაძვრინეთ განიერი ბოლო ფითილს შორის. 6) ფრთხილად გამოაძვრინეთ განიერი ბოლო წარმოქმნილ ფითილის ზემოდან და შეკარით კვანძი. 7) დაიჭირეთ ვიწრო ბოლო, მოქაჩეთ კვანძი და შეკარით ჰალსტუხი საყელოს გარშემო. 8) თუ ჰალსტუხის ბოლოები არ ემთხვევა ერთმანეთს, დაიწყეთ ხელახლა, დაარეგულირეთ ვიწრო და განიერი ნაწილის სიგრძე. დარწმუნდით, რომ ჰალსტუხი სწორადაა შეკრული და გაუსწორეთ იგი ზუსტად საყელოს ცენტრს.

 

5. "დიაგონალური" კვანძი - მოსკონის კვანძი კვანძი, რომელშიც განიერი ბოლო ძვრება პირდაპირ ორ წარმოქმნილ ფითილს შორის. ეს საშუალებას გვაძლევს შევკრათ, ალბათ ყველაზე უჩვეულო კვანძი. მიუხედავად იმისა, რომ მისი შეკვრა სხვა ყველა მეთოდზე უფრო რთულია (ის ჰალსტუხის სპეციალისტებისთვისაც კი რთულია), მაგრამ თუ გამოგივიდათ მისი შეკვრა, ის აუცილებლად მიიქცევს გარშემომყოფების ყურადღებას. 1) გადააჯვარედინეთ ჰალსტუხის ბოლოები: განიერი ბოლო უნდა მდებარეობდეს ვიწროს ზემოდან და მიმართული იყოს მარცხნივ. 2) განიერი ნაწილი შემოვიწროს და მოქაჩეთ მარჯვნივ. 3) შემოატარეთ ვიწრო ბოლოს და კვლავ მიმართეთ მარჯვნივ. 4) განიერი ნაწილი გაატარეთ ფითილში ზევიდან ქვევით. 5) მიმართეთ მარცხნივ. 6) გამოაძვრინეთ განიერი ნაწილი წარმოქნილ ფითილში წინიდან და მოქაჩეთ ქვევით. გაკვანძეთ და განსაკუთრებული სიფრთხილით შეასწორეთ კვანძი.

 

6. პრინცი ალბერტი - Prince Albert "პრინცი ალბერტი" - ეს არის ძალიან კომპაქტური კვანძი, რომელიც ძალიან უხდება გრძელსაყელოებიან პერანგებს. საუკეთესო შედეგის მიიღება ვიწრო ჰალსტუხისა და მსუბუქი ნაჭრის შემთხვევაში. 1) გადააჯვარედინეთ ჰალსტუხის ბოლოები ისე, რომ განიერი აღმოჩნდეს ზევიდან. 2) გადმოატარეთ განიერი ბოლო ვიწროს წინ. 3) კიდევ ერთხელ შემოატარეთ განიერი ნაწილი ვიწროს გარშემო. 4) გაიმეორეთ მეორე პუნქტი - კიდევ ერთხელ გადმოატარეთ განიერი ბოლო ვიწროს წინ. 5) გადმოატარეთ განიერი ბოლო კვანძის ზემოდან და გამოაძვრინეთ ფითილში, ჰალსტუხსა და საყელოს შორის. 6) გადმოატარეთ ჰალსტუხის განიერი ბოლო კვანძის ზედა ფენის ქვეშ. 7) თუ ჰალსტუხის ბოლოები არ ემთხვევა ერთმანეთს, დაიწყეთ ხელახლა, დაარეგულირეთ ვიწრო და განიერი ნაწილის სიგრძე. დარწმუნდით, რომ ჰალსტუხი სწორადაა შეკრული და გაუსწორეთ იგი ზუსტად საყელოს ცენტრს.

 

7. ჯვარედინი კვანძი - Cross Knot ჯვარედინი კვანძი გამოიყენება თხელი ნაჭრებისგან შეკერილი ჰალსტუხებისათვის. ის ძალიან ელეგანტურად გამოიყურება, მაგრამ მისი შეკვრა საკმაოდ რთულია. 1) გაიკეთეთ ჰალტუხი კისერზე ისე, რომ განიერი ბოლო მიმართული იყოს მარჯვნივ. გადააჯვარედინეთ ბოლოები და განიერი ბოლო მოაქციეთ ზევიდან. 2) შემოატარეთ ჰალსტუხის განიერი ნაწილი ვიწროს გარშემო. 3) გაატარეთ განიერი ბოლო ვიწროს წინ, შემდეგ გამოატარეთ ფითილში საყელოსა და ჰალსტუხს შორის და გასწიეთ განიერი ნაწილი ნაკერით ზევით. 4) გადაატარეთ განიერი ბოლო მეორე ხმარეს, კვანძის ზემოდან. 5) გადმოატარეთ ჰალსტუხის განიერი ბოლო ქვევიდან ზევით და მოაქციეთ იგი კვანძის წინ. 6) კვანძი იღებს საბოლოო ფორმას. 7) ფრთხილად შეასწორეთ კვანძი, დაიჭირეთ ჰალსტუხის განიერი ბოლო ცერა და საჩვენებელი თითებით, მოქაჩეთ ვიწრო ბოლო. 8) თუ ჰალსტუხის ბოლოები არ ემთხვევა ერთმანეთს, დაიწყეთ ხელახლა, დაარეგულირეთ ვიწრო და განიერი ნაწილის სიგრძე. დარწმუნდით, რომ ჰალსტუხი სწორადაა შეკრული და გაუსწორეთ იგი ზუსტად საყელოს ცენტრს.

 

8. კვანძი "თავისუფალი სტილი" - Free Style ეს არის ძალიან ლამაზი კვანძი, რომლის შეკვრაც ძალიან მარტივია შესაკვრავად, ამავდროულად შეიცავს კლასიკური "ვინდზორის" და "მარტივი კვანძის" ელემენტებს. განსაკუთრებით კარგი შედეგი მიიღწევა ვიწრო აბრეშუმის ჰალსტუხებთან. 1) გადააჯვარედინეთ ჰალსტუხის ბოლოები: განიერი ბოლო უნდა მდებარეობდეს ვიწროს ზემოდან და მიმართული იყოს მარცხნივ. 2) განიერი ბოლო გადმოატარეთ ვიწროზე და მიმართეთ მარჯვნივ. 3) გააძვრინეთ განიერი ნაწილი საყელოსა და ფითილს შორის, ზევიდან ქვევით. 4) გადმოატარეთ წარმოქმნილ კვანძზე მარჯვნივ. 5) გაიმეორეთ მესამე ეტაპი - გააძვრინეთ განიერი ნაწილი საყელოსა და ფითილს შორის, ზევიდან ქვევით. 6) შემდეგ კი გააძვრინეთ წარმოქმნილ კვანძში ზევიდან ქვევით და შეკარით კვანძი.

 

9. ახალი კლასიკური - New Classic განსაკუთრებით ელეგანტური კვანძი, რომელიც ქმნის ძალიან ვიწრო სამკუთხედს ნახევრადმტკიცე და არც თუ ისე გრძელ ჰალსტუხებისათვის. სამაგიეროდ, იქამდე სანამ, მის ზუსტად შეკვრას ისწავლით საკმაოდ დიდი გარჯა მოგიწევთ. ეს სტილი ერთი პერიოდი ძალიან გავრცელებული იყო იტალიაში. 1) გადააჯვარედინეთ ჰალსტუხის ბოლოები: განიერი ბოლო უნდა მდებარეობდეს ვიწროს ზემოდან და მიმართული იყოს მარცხნივ. 2) განიერი ბოლო ასწიეთ ზევით, რათა ნაკერი აღმოჩნდეს შიგნიდან. 3) გაატარეთ განიერი ნაწილი ფითილში ზევიდან ქვევით. 4) და გამოსწიეთ იგი მარცხნივ, წარმოქმნილი კვანძის წინ. 5) გაატარეთ განიერი ნაწილი ფითილში ქვევიდან ზევით. 6) შემდეგ გააძვრინეთ წარმოქმნილ ფითილში ზევიდან ქვევით და შეკარით კვანძი.

 

10. კვანძი "ამერიკული" 1) გადააჯვარედინეთ ჰალსტუხის ბოლოები: ვიწრო ბოლო უნდა მდებარეობდეს განიერის ზემოდან და მიმართული იყოს მარჯვნივ. 2) განიერი ნაწილი გავაძვრინოთ ფითილში ზევიდან ქვევით. 3) წარმოქმნილი კვანძი ცოტათი გავჭიმოთ. 4) განიერი ბოლო გამოვქაჩოთ კვანძის წინიდან მარჯვნივ. 5) გავატაროთ ფითილში ქვევიდან ზევით. 6) შემდეგ გააძვრინეთ წარმოქმნილ ფითილში ზევიდან ქვევით და შეკარით კვანძი.

 

11. კვანძი "დიაგონალური" 1) გადააჯვარედინეთ ჰალსტუხის ბოლოები: ვიწრო ბოლო უნდა მდებარეობდეს განიერის ზემოდან და მიმართული იყოს მარჯვნივ. 2) განიერი ნაწილი შემოატარეთ ვიწროს და მიმართეთ მარჯვნივ. 3) შემოატარეთ ვიწრო ნაწილს და ვკლავ მიმართეთ მარჯვნივ. 4) განიერი ნაწილი გაატარეთ ფითილში ზევიდან ქვევით. 5) მიმართეთ მარჯვნივ. 6) გაატარეთ წინ წარმოქმნილ ფითილში და ჩამოქაჩეთ ქვევით, ფრთხილად გაასწორეთ და შეკარით კვანძი.

 

12. ჰალსტუხი-პეპელა - Bow Tie ჰალსტუხი პეპელა გაჩნდა 1700-იან წლებში და გამოიყენება დღემდე, უმეტესად იმიტომ, რომ მისი შეკვრა ძალიან მარტივია. შავი ჰალსტუხი-პეპელა პოპულარული გახდა 1886 წელს, როცა პიერ ლორილარდ V-მ გამოიგონა სმოკინგი. ხოლო ფრაკს მაშინ თეთრ ჰალსტუხ-პეპელასთან ერთად ატარებდნენ. გასული საუკუნეების განმავლობაში ჰალსტუხმა-პეპელამ განიცადა ბევრი აღმაფრენა და დაცემა, მაგრამ ის დღემდე ითვლება ჰალსტუხის შეკვრის ერთ–ერთ ყველაზე მოდურ სტილად. 1) გაიკეთეთ ჰალტუხი კისერზე ისე, რომ მარცხენა ნაწილი დაახლოებით 4 სანტიმეტრით უფრო გრძელი იყოს, ვიდრე მარჯვენა. 2) გადააჯვარედინეთ ბოლოები ისე, რომ გრძელი აღმოჩნდეს ზევიდან. 3) ფორმირება გაუკეთეთ ბანტის ზედა ფენას: გადაკეცეთ მოკლე ნაწილი ორად და მიაბჯინეთ საყელოს. 4) დაიჭირეთ ბანტის ზედა ნაწილი ცერა და საჩვენებელი თითით, ხოლო მას ზემოდან გადაატარეთ გრძელი ნაწილი. 5) მოათავსეთ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ჰალსტუხის გადაკეცილ ადგილზე. შემოახვიეთ მას მეორე ნაწილი ქვევიდან ზევით. 6) ჩაამაგრეთ წარმოქმნილი ფითილი კვანძში, ბანტის ზედა ფენით. 7) მოკიდეთ ხელი ბანტის ორ ბოლოს და ფრთხილად გაქაჩეთ საპირისპირო მიმართულებით, შეკარით კვანძი.