როგორ მოვიქცეთ თვალის გადაღლილობისას (ხალხური რჩევები)

მოგეხსენებათ თვალი არის ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ორგანო. მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. თუ თქვენ გაწუხებთ თვალის გადაღლილობა ან ანთებითი პროცესი თქვენ გამოგადგებათ ამ ინსტუქციაში მოყვანილი ხალხური მედიცინის რჩევები.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ჩაი
- ბამბა
- მარილი
საფეხურები
- 1 სამუშაო დღის შემდეგ, დაქანცული თვალებისათვის სასარგებლოა თვალებზე დაიდოთ ჩაის ნაყენის ტამპონები, რომლებიც კარგად უნდა გაიკრთ ნაჭრით 15-20 წუთის განმავლობაში.
- 2 გადაღლილ თვალებს ძალზე შველის, თუ ქუთუთოებს საჩვენებელი და შუა თითით ძლიერ დააწვებით, სანამ ყვითელი წრეები არ წარმოიქმნება; შემდე კი ერთბაშად აუშვით თითები, გაიმეორეთ 2 - 3 ჯერ.
- 3 თუ თვალები გადაგეღალათ, თვალის კაკლები რამდენჯერმე სხვადასხვა მხარეს ატრიალეთ - მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ თუ ქვემოთ, მაგრამ თავი გქონდეთ უძრავად.
- 4 თუ მხედველობა გაგიუარესდათ, გახელილი თვალები ცივი წყლით ან მარილით შეზავებული წყლით ამოიბანეთ. ასევე დაგაინტერესებთ გავიუმჯობესოთ მხედველობა სათვალის გარეშე.
- 5 თვალის დაღლილობის მოსახსნელად დახატეთ მინაზე წერტილი და მისგან 30 სმ-ის დაშორებით ხან მას უცქირეთ, ხან - რომელიმე შეორეულ საგანს.