როგორ გავისუფთავოთ ენა - rogor.ge

როგორ გავისუფთავოთ ენა

 

სარკეში დააკვირდით ენას და მის მიდამოებს, შეხედეთ სადმე დაზიანება ხომ არ გაქვთ ან უჩვეულოს რამეს ხომ არ ხედავთ, რადგან ამ შემთხვევაში უკვე უნდა მიმართოთ ექიმს.

 

დარწმუნდით, რომ თქვენი ენის მდგომარეობა, (ფერი და მოქმედება) არ არის ორგანიზმის მიერ გამოწვეული დაავადება. ენის იდეალური მდგომარეობა არის როდესაც იგი ვარდისფერია, გამყოფი ზოლი არის სწორი, რომელიც მდებარეობს ცენტრში და მოძრაობისას არანაირი ტკივილი და უხარხული გრძნობა არ გაგაჩნიათ.

 

თუ თქვენს ენაზე შეამჩნევთ ყვითელ ან თეთრ ნადებს, რომელიც დაკლაკნილია და ჰგავს დაახლოებით გეოგრაფიულ რუკას, დროა მიმართოთ ექიმს. - მჭიდრო თეთრი ლაქები მანიშნებელია კუჭნაწლავის პრობლემებზე, მის შეკრულობაზე. - მოყვითალო ლაქები მანიშნებელია ნაღვლის ბუშტის მცირე პრობლემებზე, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული დროებით, მაგალითად სასმლის გამო ან საკვების გამო. - მკვეთრი ყვითელი ფერის ლაქები მანიშნებელია ნაღვლის ბუშტის სერიოზულ პრობლემებზე, რაც უფრო მკვეთრია ყვითელი ფერი, მით მეტია ალბათობა ნაღვლის ბუშტის მოქმედების დარღვევებზე. - სერი და შავი ფერის ლაქები მანიშნებელია ქრონიკულ დაავადებებზე. - «გეოგრაფიული რუკა» თეთრი ან მოსერო ფერის ლაქები, შეიძლება გამოწვეული იყოს კანდიდოზური სტომატიტის გამო, ასევე კუჭნაწლავის არასწორ მოქმედებაზე. თუ შეამჩნიეთ ლაქები, მაგრამ არ გაწუხებთ კუჭნაწლავის მოქმედება, მიმართეთ სტომატოლოგს.

 

ენის გაწმენდა ხდება, როგორც უბრალო კბილის ჯაგრისი, ასევე სპეციალური საწმენდებით. ზოგ კბილის ჯაგრისს აქვს უკანა მხარეს სპეციალური ენის საწმენდიც. თუ კბილის ჯაგრისით ენის წმენდისას გრძნობთ გულის რევას (რადგან ენა უნდა გაიწმინდოს წვერიდან ბოლომდე, სადამდეც შეძლებთ ჯაგრისის შეყოფას), გამოიყენეთ სპეციალური საწმენდები.

 

ენის გაწმენდა აუცილებელია ყოველ დღე, როგორც კბილების, რადგან მაქსიმალურად აირიდოთ პირის ღრუს პრობლემები, არ გქონდეთ არასასიამოვნო სუნი და რაც მთავარია შეინარჩუნოთ ჯანსაღი კბილები.