როგორ გავითეთროთ კბილები (10 რჩევა) - rogor.ge

როგორ გავითეთროთ კბილები (10 რჩევა)

 

ნახშირით გათეთრება მეთოდი არც თუ ისე სასიამოვნოა: გათეთრებისათვის საჭიროა კბილების ნახშირით "პალიროვკა". ეს იაფი, მაგრამ ეფექტური საშუალებაა იმ შემთხვევაში, თუ კბილების გათეთრება მოკლე დროში - 2 დღეში გსურთ. აიღეთ აქტივირებული ნახშირის ტაბლეტი და შეიზილეთ იგი კბილებზე. ნახშირი ხსნის ყვითელ ნადებს და კბილებს ხდის თეთრს. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ პროცედურის შემდეგ კარგად გამოისუფთავოთ პირის ღრუ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ კბილებს თეთრი ვეღად ეწოდება.

 

სოდით გათეთრება სცადეთ კბილების გახეხვა, კბილის პასტისა და საკვები სოდის ნაერთით. სოდა არ მიაყენებს თქვენს ჯანმრთელობას ზიანს, სამაგიეროდ კბილები დღითიდღე უფრო და უფრო თეთრი გახდება. პროპორცია შეარჩიეთ დამოუკიდებლად, ნახევარი ჩაის კოვზი სრულიად საკმარისი იქნება.

 

წყალბადის ზეჟანგით გათეთრება ეს მეთოდი წინებისგან განსხვავებით ყველაზე საფრთხისშემცვლია. რა თქმა უნდა, სასურველ შედეგს მიიღებთ, მაგრამ წყალბადის ზეჟანგის მიღების შედეგად მიიღებტ პირის ღრუში არასასიამოვნო შეგრძნებას და დისკომფორტს. ასევე აუცილებელია გახსოვდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ჩაყლაპვა, რადგან ამას შეუძლია თქვენი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. ყურადღებაა საჭირო მისი ხშირი გამოყენების შემთხვევაშიც, რადგან მრავალჯერ გამოყენება აზიანებს კბილის ემალს. იმ შემთხვევაში, თუ მაინც გადაწყვიტეთ ამ მეთოდის გამოყენება წყალბადის გადაყლაპვისაგან თავის გაზღვევისათვის გაითვალისწინეთ: არ გამოივლოთ იგი პირის ღრუში, ჯობს დაასველოთ ბამბიანი ჩხირი და ისე წაისვათ წყალბადი კბილებზე.

 

კენკრით გათეთრება არსებობს კბილების გათეთრების ბევრად გემრიელი მეთოდები. შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებაა მარწყვითა და ხენდროს გამოყენებით გათეთრება. გაიხეხეთ კბილები ამ კენკრის წვენით (ისევე როგორც ჩვეულებრივი კბილის პასტის გამოყენებისას, ოღონდ ჯაგრისი ჩააწეთ წვენში), მაგრამ არ დაგავიწყდეთ ამ პროცედურის შემდეგ კბილების პასტით გამოხეხვა, რომელიც წვენისგან დარჩენილი ნაწილაკებისგან გაწმენდს კბილებს.

 

ლიმონით გათეთრება კიდევ ერთი ბუნებრივი საშუალებაა ლიმონი. კბილების გათეთრებისთვის გამოიყენეთ ლიმონის ცედრა (ეს არის ლიმონის ქერქის თეთრი ფენა). ასევე სასარგებლოა ლიმონის წვენით იგივე პროცედურის ჩატარება. ამ მეთოდების გამოყენება შეიძლება თანმიმდევრობით.

 

თვითნაკეთი კბილის პასტით გათეთრება თუ გსურთ კბილების გათეთრება, მაგრამ არ იცით რომელი კბილის პასტა გამოიყენოთ ან არ ენდობით მათ, მაშინ შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარი. ამისათვის აიღეთ წყალბადის ზეჟანგი, შეურიეთ იგი საკვებ სოდას, შემდეგ კი დაამატეთ ცოტაოდენი კბილის პასტა. ნაერთი კიდევ ერთხელ აურიეთ და შემდეგ მისი საშუალებით გაიხეხეთ კბილები.

 

კბილის პასტით გათეთრება ყველა სატელევიზიო რეკლამაში ნახავთ ბედნიერ და მომღიმარ ხალხს, რომლებიც ყვებიან თუ როგორ მიაღწიეს "თვალისმომჭრელ სითეთრეს" მხოლოდ ნაჩვენები კბილის პასტის გამოყენებით, მაგრამ არ ღის ყველაფრის დაჯერება. პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო ეფექტურობის, არამედ უსაფრთხოების მოთხოვნებსაც. კბილის პასტა არა მარტო ინდივიდუალური, არამედ თქვენი სტომატოლოგის არჩევანიცაა. აუცილებლად ჰკითხეთ მას რჩევა კბილის პასტის არჩევისას. საღვარგარეთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული საშუალებებია: "Новый Жемчуг Отбеливающая", "Aquafresh Отбеливающая", "Blend-a-Med Soda Bicarbonate", "Colgate Sensation Whitening", "Lacalut White".

 

ZOOM ტექნოლოგიით გათეთრება კბილების გათეთრების ეს პროცედურა ტარდება მხოლოდ ექიმთან. მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: სტომატოლოგი აცალკევებს კბილებს ღრძილებისაგან სპეციალური საფენით, შემდეგ კი შეჰყავს გელი - ZOOM, რომელიც აქტიურდება სპეციალური ნათურის სინათლით. ამის შემდეგ ექიმი დაგიმუშავებთ კბილებს ფტორით, კბილის ემალის გასამაგრებლად. პირველი პროცედურის შემდეგ კბილები ფერთა გამიდან უკვე თითქმის 8 ტონალობით უფრო თეთრი იქნება! მიუხედავად ყველაფრისა, ამ პროცედურაზე დათანხმებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს სტომატოლოგთან.

 

ლაზერით გათეთრება ეს მეთოდი გამოირჩევა იმით, რომ აქტიურ გამათეთრებელ მასალად გამოიყენება ლაზერი. ექიმები ამბობენ, რომ ის უფრო ეფექტურია ვიდრე ZOOM და ამავდროულად ეფექტი შესამჩნევი ხდება მაშინვე, ხოლო 2-3 სეანსის შემდეგ კბილების სითეთრე გაიზრდება რამდენიმე ტონალობით. მოქმედების პრინციპი ასეთია: კბილებზე თავსდება გელი, რომელიც შემდეგ მაგრდება და ნათდება ლაზერის საშუალებით. პროცედურა ტარდება თითოეულ კბილზე ცალკე, რასაც დაახლოებით 2 წუთი სჭირდება. მეთოდის დადებითი მხარეებია: უმტკივნეულობა, დროის მცირე დანახარჯი და შედეგის წლების გარეშე შენარჩუნება. უარყოფითი მხარე კი მხოლოდ მაღალი საფასურია, რომელიც მერყეობს 900$-დან 2000$-მდე.

 

იზრუნეთ საკუთარ თავზე კბილების გათეთრებისთვის ზოგჯერ უბრალოდ საკმარისია მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თავი შეიკავეთ "შეღებილი სასმისების" მიღებისგან. ისეთების როგორიცაა ყავა, კოკა-კოლა და სხვა. გაიხეხეთ კბილები დღეში მინიმუმ 2 ჯერ. პერიოდულად ეწვიეთ სტომატოლოგს და რაც მთავარია ხშირად გაიღიმეთ!