როგორ მოვამზადოთ ქუმელი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ქუმელი

 

დარჩეული ხორბალი დაყარეთ ტაფაზე და შუშეთ, სანამ კარგად არ შეწითლდება.

 

მოშუშული, ე.ი. მოხალული ხორბალი დაფქვით ხელსაფქვავზე, გაცერით, შემდეგ კი ცოტა ცხელი წყლითა და თაფლით (ან შაქრით) აზილეთ ისე, რომ კარგად ტკბილი გამოვიდეს და ასევე ხშირი იყოს.

 

მიღებულ მასას მიეცით გუნდების სახე, დაალაგეთ შესაფერის ჭურჭელზე და ზემოდან მოაყარეთ ერთმანეთში არეული ქიშმიში და გაფცქვნილი ნუში.