როგორ მოვაწონოთ თავი მამაკაცს - rogor.ge

როგორ მოვაწონოთ თავი მამაკაცს

იმისათვის, რომ ყველაფერი შედარებით მარტივი ასახსნელი იყოს, მოდით დავიწყოთ თავიდან. მოგეხსენებათ, რომ ასეთი თემა, რაც შეეხება პირად ურთიერთობებს ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ ამავდროულად არის ბევრი ნიუანსი, რაც ყველა ურთიერთობაში გასათვალისწინებელია. თქვენთვის, ბევრი რამ შეიძლება ნაცნობი იყოს მოყვანილ ინსტუქციაში, მაგრამ გირჩევთ მაინც გაამახვილოთ ყურადღება.

სწორად შეაფასეთ სიტუაცია, ჩამოყალიბდით თუ რას ელით ურთიერთობისგან იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ აპირებთ ხანგრძლივ ურთიერთობას და თავიდანვე გაქვთ გადაწყვეტილი მცირე დროით გქონდეთ ფლირტი, რადიკალურად სხვა მიდგომა და ქმედებებია საჭირო იმ სიტუაციიდან განასხვავებით, როდესაც მოგწონთ ბიჭი და ცდილობთ გაიცნოთ ახლოს, მეტად დაუახლოვდეთ სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობებისათვის. მოდით განვიხილოთ ორივე სიტუაცია.

ხანგრძლივი - სერიოზული ურთიერთობა: დააკვირდით მამაკაცს, დაახასიათეთ ის, თუ რა მოწონს, რაზე ლაპარაკობს ხშირად, რითი არის დაინტერესებული. თითქმის ყველა კაცს უყვარს და სიამოვნებს, როდესაც მას ეკითხებიან რჩევას და დარიგებას. შეაფასეთ პოტენციური პარტნიორი ობიექტურად. ამისათვის კი საჭიროა მაქსიმალური ყურადღება და კარგი მახსოვრობა. დაუსვით მას გონივრული კითხვები და რაც მთავარია მოუსმინეთ. ქალებს აქვთ ერთი დიდი ნაკლი ამ კუთხით. ისინი ურთიერთობისას, იმდენად არიან გართული, რომ ავიწყდებათ მოსმენა. აცადეთ მამაკაცს გამოთქვას თავისი აზრი და შეხედულებები, რაშიც ემთხვევა თქვენი აზრი დაეთანხმდეთ, ხოლო რაშიც არა მიეცით საშუალება ილაპარაკოს. ნუ დაუწყებთ საკუთარი ზეინტელექტის გამოვლინებას, იყავით თავშეკავებული რამდენადაც სიმართლეს არ უნდა ამბობდეთ. თქვენმა ზედმეტმა ცოდნამ შეიძლება დააფრთხოს კიდეც ის. ნუ იქნებით ბანალური. აგრძნობინეთ, რომ თქვენ თქვენი გამორჩეული სამყარო გაქვთ, ინტერესები. იმისათვის, რომ მოაწონოთ თავი და არჩევანი თქვენზე გააკეთოს, კაცმა უნდა დაინახოს თქვენში ის ხასიათი და თვისებები რასაც ვერ ხედავს სხვა ქალებში. ერთგულება. აგრძნობინეთ მას, რომ თქვენში არსებობს ეს თვისება. ამისათვის საჭიროა იყოთ თავდაჭრილი, მოზომილი და გაგაჩნდეთ რიგი დამოკიდებულებები და პრინციპები. მამაკაცები გაცნობის წამიდან თუ არა ძალიან მცირე დროში ხვდებიან თუ რა ტიპისაა გოგო/ქალი. ისინი თავიდანვე ირჩევენ პოზიციას თუ როგორ მიუდგნენ გოგოს. თავიდანვე აუხსენით, რომ არ გიტაცებთ დიდად ფლირტები, იმ შემთხვევაში კი თუ თქვენი ურთიერთობა ნელ-ნელა თბება აგრძნობინეთ, რომ მხოლოდ მასთან გრძნობთ თავს ასე კარგად. ეს რათქმაუნდა გარკვეული დროის შემდეგ და არა გაცნობის იმავე დღეს. ერთგულების თვისება დიდ პატივისცემას იმსახურებს ჩამოყალიბებული და აზრიანი კაცების მხირდან!

ფლირტი მცირე დროით: ძალიან მარტივია ასეთი ტიპის ურთიერთობის წამოწყება, რა თქმა უნდა, ბევრად მარტივი ვიდრე ხანგრძლივი და სერიოზულის. თუ თქვენ ოდნავ მაინც ხელს გიწყობთ გარეგნობა და ხასიათი, მცირეა იმის ალბათობა, რომ მამაკაცი არ აგყვეთ ამდაგვარი ტიპის ურთიერთობაში. ბევრი კაცი ერიდება პასუხისმგებლობას. იყავით ხალისიანი, შეეცადეთ ითამაშოთ სიტუაციებით. აგრძნობინეთ მას, რომ მოგწონთ მის გვერდით ყოფნა, შეგიძლიათ თამამად თითქოს გაუაზრებლად შეეხოთ. იყავით პირადპირი და გახსნილი. ხაზი გაუსვით, რომ გსიამოვნებთ მასთან ურთიერობა, მაგრამ არ აგრძნობინოთ მამაკაცს, რომ მასზე ხართ დამოკიდებული. ნურასდროს ილაპარაკებთ მასთან მოსაწყენ და სერიოზულ თემებზე, პირიქით მასთან შეხვედრა უნდა ასოციდებოდეს დროის ტარებასთან და გართობასთან. იყავი გამომწვევი და სექსუალური გახსოვდეთ, კაცს უყვარდება თვალებით - ხოლო ქალს ყურებით (მოსმენით). მართალია შეყვარებაზე არ არის საუბარი აქ, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა გაცვია და როგორ იხდენ. არ არის საჭირო მაქსიმალურად თხლად გეცვას, საჭიროა გემოვნებით. ნუ გამოაჩენ ყველაფერს, მიეცი კაცს საშუალება იფანტაზიოროს. თუ გსურს, რომ ურთიერთობა მალე აეწყოს გაიღიმე ხშირად, დათანხმდი კამათისას ან გაუბრაზდი უმიზეზოდ რათა შეეცადოს მერე შენი შემორიგება. ნუ დააკისრებთ პასუხისმგებლობას. მამაკაცები ხშირად ერიდებიან ვალდებულებებს. აგრძნობინეთ, რომ ეს ყველაფერი ხდება უბრალოდ იმტომ, რომ გსიამოვნებთ მასთან ურთიერთობა, იქნება ეს სექსი თუ სექსის გარეშე. ასევე მოთხოვეთ, რომ რაც თქვენ შორის იქნება დარჩეს თქვენს შორის, ნუ ჩარევთ სხვებს საკუთარ "პირადში".

იყავით მუდამ ფორმაში! ფორმაში ყოფნა კაცების მხრიდან განიმარტება შემდეგნაირად: ქალი უნდა იყოს ბუნებრივად ლამაზი, მოწესრიგებული და სუფთა. ბევრ ქალსა და გოგოს ჰგონია, რომ რაც მეტ ტონალურს წაისვამს სახეზე, რაც უფრო მეტად შეღებილი იქნება სახეზე და რაც მეტად გამომწვევად ჩაიცვამს ან მაღალ ქუსლებზე იქნება შემდგარი, მით უფრო დიდ ეფექტს მოახდენს სასურველ მამაკაცზე, მერწმუნეთ ეს ასე არ არის. დაანგრიეთ მითი იმის შესახებ, რომ მეტი ტუჩის პომადა, ზედმეტი ბიჟუტერია, მძაფრი სუნამოები დადებითად მოქმედებენ კაცებზე. იყავით ბუნებრივი - მაქსიმალურად ბუნებრივი ეს დაგეხმარებათ ურთიერთობაში.

მიაქციეთ ყურადღება თქვენს მეტყველებას. წარმოიდგინეთ, მოგეწონათ ბიჭი ფიზიკურად, ხოლო მან უცებ დააღო პირი და გაუაზრებლად ბევრს ლაპარაკობს, თანაც საშინელი დიალექტით. დარწმუნებული ვარ, რომ დაგეკარგებათ წარმოდგენა მასზე. ასევე არიან კაცებიც. ბევრისგან მსმენია, რომ მოწონებიათ გოგო და საშინელი დიქციის გამო ისინი ხაზს უსვამენ მის გარეგნობას და სხვა თვისებებს. იმეტყველეთ სწორად და გამართულად.

დაუკვირდით თქვენს "სხეულის ენას", შეიძლება არც აცნობიერებდეთ, მაგრამ თქვენი მოძრაობებით ხშირად "იწვავთ თავს" რიგ სიტუაციებში როცა მოგწონთ ბიჭი ან თუ არ მოგწონთ. იმოძრავეთ დახვეწილად და ქცევებიც გააკონტროლეთ. ყველა ტიპის ურთიერთობაში აქვს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. უნდა გამოირჩეოდეთ ორიგინალური და დახვეწილი მანერებით, რა თქმა უნდა, არა ზედმეტად გამაღიზიანებელი!

ჩაიცვით არა ფასის მიხედვით, არამედ გემოვნებით! იყავით გემოვნებიანი და გქონდეთ თქვენი სტილი. არ არის საჭიროება იმისა, რომ მაინცდამაინც ბრენდული, ძვირადღირებული და ზებუნებრივი ტანსაცმელი გეცვათ. მნიშვნელოვანია მოიხდინოთ ის და თავს გრძნობდეთ მასში კომფორტული.

დამატებითი ინფორმაციისთვის ასევე გადაიკითხეთ: როგორ ვაიძულოთ ბიჭს უკან გამოკიდება