როგორ ვაიძულოთ ბიჭს უკან გამოკიდება - rogor.ge

როგორ ვაიძულოთ ბიჭს უკან გამოკიდება

 

თქვენი გულის ცემა ხშირდება ყოველ ჯერზე, როცა გიახლოვდებათ თქვენი გატაცების ობიექტი. ყოველწუთას ეძებთ ახალ შანსებს მისთვის თვალის გასაყოლებლად, ის კი თითქოს ვერაფერს ხვდება თქვენი მიზნების შესახებ. მისი ყოველი ჩავლის შემდეგ ჩაისუნთქავთ მისი სუნამოს არომატს, ჩუმად აკვირდებით, მეგობრებს თქვენი საქციელი პათოლოგია ჰგონიათ, მაგრამ თქვენ ვერაფერს უხერხებთ საკუთარ თავს.

 

როგორც ჩანს, დადგა აქტიური მოქმედების დრო. უპირველეს ყოვლისა, შეწყვიტეთ იმაზე ფიქრი, რომ არ ხართ მისი ღირსი, იმიტომ, რომ ის იდეალური მამაკაცია. იდეალური ის მხოლოდ თქვენს წარმოსახვებშია. მილიონობით ჭკვიანი, წარმატებული ქალი თქვენს ადგილზე იგრძნობდნენ იგივეს. პირველ რიგში, შეეცადეთ გაიგოთ რაც შეიძლება მეტი მისი გატაცებებისა და ინტერესის სფეროს შესახებ: გემოვნების, ჩაცმულობის, მუსიკის, კინოს, ლიტერატურის, ჰობის, საყვარელი სპორტის და სხვადასხვა დეტალების შესახებ. ასეთი ინფრორმაცია დაგეხმარებათ პირველ ეტაპზე საინტერესო საუბრის გაბმაში. შემდეგ უკვე თქვენს წინაშე შედარებით რთული ამოცანა გაჩნდება - აიძულოთ ბიჭს სერიოზულად მოეწონოთ და გზდიოთ უკან.

 

გოგოების უმეტესობა, პირველ პაემანზე წასვლამდე ცდილობს ჩაიცვას თავისი საუკეთესო თანსაცმელი და აქსესუარები, გაიკეთოს ყველაზე ნათელი მაკიაჟი და გასაოცარი ვარცხნილობა. მაგრამ ამ მანიპულაციების შემდეგ თქვენ დაკარგავთ თავდაჯერებულობას, გახდებით შებოჭილი, შეგეშინდებათ კაბის გახევის ან ვარცხნილობის გაფუჭების, რადგან თქვენ უკვე აღარ იქნებით ის ვინც პირველ პაემნამდე იყავით. ბუნებრივობა და მინიმალიზმი ყველაფერში - წარმატების გასაღებია. უმჯობესი იქნება შეარჩიოთ ის ტანსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ. მაკიაჟის რამდენიმე შტრიხი, საყვარელი სუნამოს ერთი წვეთი და ღიმილი - ესაა თქვენი მთავარი იარაღი.

 

შეეცადეთ გახდეთ შეუცვლელი ყველა მის საქმეში, დაინტერესდით მისი პრობლემებით, იარეთ მასთან ერთად სპორტულ და საკონცერტო ღონისძიებებზე, მოაწყვეთ რომანტიული პიკნიკი. მისი ცხოვრება უნდა გახდეს წარმოუდგენელი თქვენს გარეშე. მას ვერ უნდა წარმოედგინოს ცხოვრება თქვენს გარეშე. არ ღირს სისულელეების გამო კამათი და წყენა. უფრო მეტი პოზიტივი, იუმორი და სიმსუბუქე ურთიერთობაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფლირტი და ფიზიკური კავშირი. თქვენ უნდა გახდეთ მისთვის ქალი-დღესასწაული, ქალი-ოცნება. მცირე დროის შემდეგ ის მიხვდება, რომ არ შეუძლია მისთვის ასეთი იდეალური ქალის გარეშე ცხოვრება და უკვე თვითონ დაიწყებს ყოველწუთას თქვენთან შეხვედრაზე ფიქრს.