როგორ ხდება მხედველობის ლაზერული კორექცია - rogor.ge

როგორ ხდება მხედველობის ლაზერული კორექცია

 

ადამიანებს რომლებსაც აქვთ პრობლემა მხედველობასთან, ხანდახან აშინებთ აზრი თვალებზე ოპერაციის გაკეთების. არსებობს ბევრი ჭორი და მითი იმის შესახებ, რომ: ეს მტკივნეული პროცედურაა და მის შემდეგ დიდხანს მოგიწევთ თვალებზე ბინტებგადახვეული სიარული. ასევე ამბობენ, რომ ქალებს რომლებსაც არ ჰქონიათ მშობიარობა არ ურჩევენ ლაზერული კორექციის გაკეთებას, რადგან მშობიარობის შემდეგ ისევე გაფუჭდება მხედველობა, გარდა ამისა არსებობს კიდევ ბევრი მცდარი ინფორმაცია, რომელსაც ნამდვილად არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან.

 

შესალებელია, რომ ხმები გავრცელდა პირვლსაწყისების შემდეგ, როდესაც ინერგებოდა ამდაგვარი ტიპის მკურნალობა. ჯერ კიდევ 30 იანი წლების XX საუკუნის, ოფთალმოლოგიაში იყო შემუშავებული ოპერაცია, რომელსაც ერქვა [i]რადიალური კერატომია[/i]. მისი აზრი მდგომარეობდა თვალის რქოვანაზე ნაჭდევების (ნასერების) გაკეთებაში, რომლებიც შემდგომში ხორცდებოდა მისი ფორმის შეცვლის შედეგად. საბოლოოდ მხედველობა უმჯობესდებოდა, მაგრამ თან ახლდა ამ ყველაფერს მნიშვნელოვანი გართულებები. ეს ყოველივე იყო დაკავშირებული კვალიფიციურ ქირურგებთან, რადგან ეს ნაჭდევები თვალის რქოვანაზე სკალპელის საშუალებით კეთდებოდა, ამიტომ ყოველთვის არ აღწევდა სასურველ შედეგს.

 

ეს მეთოდიკა სრულყო ცნობილმა ექიმმა ოფთალმოლოგმა სვიატასლოვ ფიოდოროვმა, მან დანერგა მაღალხარისხიანი ტექნოლოგია, მიკროსკოპი და ალმაზის მჭრელი ინსტრუმენტები, მან შეძლო საგულდაგულოდ შეემცირებინა ალბათობა წარუმატებელი ოპერაციებისა. ასევე აქტუალური რჩებოდა ოპერაციის შემდეგ, ფიზიკურ დატვირთვებზე დაწესებული შესღუდვები.

 

ნამდვილი სამეცნიერო გარღვევა ოფთალმოლოიურ ქირურგიაში მოხდა მას შემდეგ, რაც კომპანია IBM-ის სპეციალისტებმა დაიწყეს გამოყენება ლაზერების, კომპიუტერული ჩიპების დასამზადებლად. კონკრეტულად გრავირების პროცესში, როდესაც მოითხოვებოდა გამოსახულების ზუსტად მიკრონებამდე დატანა. ლაზერის მიერ სიღრმის და დიამეტრის კონტროლის საშუალებამ, რომელსაც თან ახლდა უსაფრთხობა, ამან კი მისცა ექიმებს საშუალება ოპერაციებისას შემცირებულიყო შესაძლო გართულებების რისკი. ერთადერთი პრობლემა რაც თან ახლდა ამდაგვარ ოპერაციას იყო ხანგრძლივი აღდგენის მეთოდი რომელიც მოიცავდა 3-4 კვირას.

 

რათქმაუნდა XXI საუკუნეში ლაზერული მკურნალობის მეთოდიკები კვლავ მნიშვნელოვნად დაიხვეწა. ახლა უკვე თვალის ზედმეთი უჯრედების მოშორება ხდება არა მხოლოდ ზედა ზედაპირიდან, არამედ საშუალო შრეებიდანაც. ეს კი მხოლოდ სპეციალური დანადგრებით არის შესაძლებელი. ეს მეთოდიკა კი გაძლევთ საშუალებას სულ რამოდენიმე წუთში მოხდეს მხედველობის აღდგენა. გარდა ამისა მთელი ეს პროცედურა მოითხოვს მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზიის გაკეთებას, ხოლო სარეაბილიტაციო ვადა კი რამოდენიმე დღეს.

 

როგოც ყველანაირ სხვა ჩარევას, ასევე ლაზერულ კორექციას გააჩნია რიგი უკუჩვენებები. კონკრეტული მეთოდი მხედველობის აღდგენის არ არის რეკომენდირებული პაციენტებისათვის, რომელთაც აწუხებს შაქრიანი დიაბეტი, ტუბერკულიოზი და შიდსი (შეძენილი იმუნოდოფეციტის ვირუსი), ასევე ორსულებისთვის.

 

ვისაც სურვილი გაქვთ შეეცადოთ მხედველობის აღდგენა სახლის პირობებში, ვარჯიშისა და ცხოვრების წესის შეცვლით, წაიკითხეთ ინსტრუქცია გავიუმჯობესოთ მხედველობა სათვალის გარეშე