როგორ შევარჩიოთ ჩვილთა სწორი კვება (9 – 11 თვის ასაკში) - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ჩვილთა სწორი კვება (9 – 11 თვის ასაკში)

 

ბუნებრივი კვებისას უნდა მიიღოს 1065 კკალ ენერგეტიკული ღირებულების დედის რძე (150 – 180მლ) 2 – 3–ჯერ, შუალედური კვების ჩათვლით.

 

ხელოვნური კვებისას – იგივე კალორაჟით ადაპტირებული ხელოვნური ნარევი 1000 -1100 მლ დღე–ღამეში.

 

შესაძლებელია ბავშვს დამატებით მიეცეს : 1. 4 სუფრის კოვზი, ან მეტი ბურღულეულის ფაფა. 2. 4 სუფრის კოვზი, ან მეტი ბოსტნეულის პიურე. 3. 4 სუფრის კოვზი, ან მეტი ხილის ფაფა– პიურე. 4. ხილის წვენი – 150 მლ. 5. წყალი მოთხოვნილების მიხედვით. 6. შერჩევით: ახალი ხორცი (საქონლის, ფრინველის), 1 ცალი კვერცხის გული, ლობიო, ხაჭო – ნადუღი (4– 6 სუფრის კოვზი), მოხარშული თევზი. 7. დაემატოს მოხარშული ბოსტნეული, გამომცხვარი ხილი. 8. საერთო სადილიდან მცირე რაოდენობის სხვადასხვა კერძი, პური. 9. შეუძლია მიიღოს რბილი ყველი და მაწონი 1 ფინჯანი.