როგორ შევარჩიოთ ბავშვის სწორი კვება (1 – 2 წლის ასაკში) - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ბავშვის სწორი კვება (1 – 2 წლის ასაკში)

 

ახლა უკვე შეგიძლიათ მისცეთ მთლიანი კვერცხი, ფორთოხლის წვენი და ნატურალური ძროხის რძე ან მაწონი. მათი მიცემა უფრო ადრე არ არის რეკომენდებული ალერგიული რეაქციის გამო.

 

იმ ბავშვებს, რომლებიც ფეხს იდგამენ, არ აქვთ კარგი მადა. არ შეშინდეთ. მათ შეიძლება დროებით უარიც კი თქვან ჭამაზე. სიცოცხლის პირველ წელს ბავშვი ასამკეცებს დაბადების წონას, მეორე წელს კი იმატებს 2.5-3.5კგ-ს. ამ პერიოდში ბავშვი უფრო მეტად ვითარდება ვიდრე იზრდება. ვინაიდან პირველი წლის შემდეგ ბავშვი შედარებით ნელა იზრდება, ამიტომაც მისი მადა კლებულობს.

 

ჩვილის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მისი სამედიცინო მეთვალყურეობის პროცესის დაგეგმვისათვის. მიღებული მეთოდია ნორმატიული ცენტილური ცხრილების გამოყენება, რომელიც მიუთითებს, თუ როგორია ჩვილის ასაკისა და სიგრძის მაჩვენებლების ურთიერთდამოკიდებულება ვარიაციათა განაწილების სიხშირის მიხედვით.

 

არსებობს ჩვილთა ფიზიკური მდგომარეობის შეფასების უამრავი მეთოდები: მხრის გარშემოწერილობის, თანაფარდობების სხვადასხვა ინდექსების გამოყენების, პროპორციული განვითარების და ა.შ. მათგან პოპულარულია და პრაქტიკულია ნელსონის მეთოდი, რომლის გამოყენება მოსახერხებელიცაა და კარგად იძლევა ჩვილის ფიზიკურ მდგომარეობის შეფასებაზე სწორი ორიენტაციის საშუალებას. მის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ შედეგები ბიჭებისა და გოგონებისათვის ერთი და იგივეა და ასახავს მხოლოდ საშუალო სიდიდეს, მინიმალური და მაქსიმალური დასაშვები ნორმატიული სიდიდეების გამოყენების გარეშე. ბავშვთა ფიზიკური მდგომარეობის შეფასება ნელსონის მიხედვით: სხეულის მასა (კგ) (3-12 თვე) = [ასაკი (თვე) + 9] / 2 (1-6 წელი) = ასაკი (წ) * 2 + 8 (7-12 წელი) = (ასაკი (წ) * 7-5) / 2 სხეულის სიმაღლე/სიგრძე (სმ) დაბადებისას 50 სმ, 1 წლისათვის – 75 სმ, (2-12 წელი) = ასაკი (წ) * 6 + 77