როგორ შევარჩიოთ ჩვილთა სწორი კვება (8 თვის ასაკში) - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ჩვილთა სწორი კვება (8 თვის ასაკში)

 

ბუნებრივი კვებისას უნდა მიიღოს 1000 კკალ ენერგეტიკული ღირებულების დედის რძე (150 – 180მლ) 2 – 3–ჯერ, შუალედური კვების ჩათვლით.

 

ხელოვნური კვებისას – იგივე კალორაჟით ადაპტირებული ხელოვნური ნარევი 950-1050 მლ დღე–ღამეში.

 

შესაძლებელია ბავშვს დამატებით მიეცეს : 1. 4 სუფრის კოვზი, ან მეტი ბურღულეულის ფაფა. 2. 4 სუფრის კოვზი, ან მეტი ბოსტნეულის პიურე. 3. 4 სუფრის კოვზი, ან მეტი ხილის ფაფა– პიურე. 4. ხილის წვენი – 85 – 125 მლ. 5. წყალი მოთხოვნილების მიხედვით. 6. შერჩევითად დაემატოს ახალი ხორცი, კვერცხის გული, ლობიო, ხაჭო (4 სუფრის კოვზი), ნადუღი, მოხარშული თევზი. 7. დაემატოს მოხარშული ბოსტნეული, გამომცხვარი ხილი. 8. საერთო სადილიდან მცირე რაოდენობის სხვადასხვა კერძი. 9. შეუძლია მიიღოს რძის ფხვნილი და მაწონი 1 ფინჯანი.