როგორ შევარჩიოთ ჩვილთა სწორი კვება (5 თვის ასაკში) - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ჩვილთა სწორი კვება (5 თვის ასაკში)

 

ბუნებრივი კვებისას უნდა მიიღოს 800 – 900 კკალ ენერგეტიკული ღირებულების დედის რძე 5–ჯერ დღე–ღამეში.

 

ხელოვნური კვებისას – იგივე კალორაჟით ადაპტირებული ხელოვნური ნარევი (800-900 მლ დღე–ღამეში) 4 – 4,5 საათის ინტერვალით.

 

თუ დედის რძე არასაკმარისია – დეფიციტი უნდა შეივსოს მხოლოდ ადაპტირებული ნარევით 6 თვემდე, ხოლო შემდეგ რეკომენდებული მენიუთი განსაზღვრული თხევადი და ნახევრადთხევადი კერძებით, რათა პატარას წონამ 6 – 7 კგ–ს მიაღწიოს. შეიძლება დაიშვას გამონაკლისი 5 თვის ასაკიდან და ბავშვს მიეცეს ნახევრად მყარი საკვები, ფაფის სახით: 1. თავდაპირველად მიეცით ერთი სახეობის ბურღულეულისაგან (ბრინჯი, მანანა, ქერი, ჭვავი) დამზადებული კერძი. 2. 1 ჩაის კოვზი შერჩეული ბურღულეული შეურიეთ 2–3 სუფრის კოვზ დედის რძეში, ან გამზადებულ ადაპტირებულ საკვებში. მიეცით კოვზით. თუ ბავშმა კარგად მოინელა ახალი საკვები, შესაძლებელია გაზარდოთ მოცულობა 3 სუფრის კოვზამდე, შესაბამისად გაიზრდება რძის მოცულობაც. 3. შესაძლებელია ბავშმა თავდაპირველად ”არ მოიწონოს“ საკვები, მაგრამ არ იჩქაროთ შერჩეული ბურღულეულის შეცვლა, მიეცით ბავშვს საშუალება შეეჩვიოს მას. 4. ბოლო დროს ექიმები უპირატესობას ანიჭებენ ნახევრად მყარი საკვების საწყის სახეობად ბოსტნეულის პიურეს გამოყენებას, რადგან თვლიან, რომ ის უფრო სასარგებლოა ბავშვის ორგანიზმისათვის, ვიდრე ბურღულეულით შემზადებული ნახევრად მყარი საკვები. 5. არ მისცეთ ბავშვს ნახევრად მყარი საკვები ბოთლით, გამოიყენეთ მხოლოდ კოვზი, რადგან ამ დროს ვითარდება ენის კუნთები, რაც ხელს უწყობს სწორი მეტყველების ჩამოყალიბებას.