როგორ შევარჩიოთ ჩვილთა სწორი კვება (6 თვის ასაკში) - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ჩვილთა სწორი კვება (6 თვის ასაკში)

 

ბუნებრივი კვებისას უნდა მიიღოს 900 კკალ ენერგეტიკული ღირებულების დედის რძე 5 – 6–ჯერ, შუალედური კვების ჩათვლით (საშუალოდ 4 – 5 საათის ინტერვალით).

 

ხელოვნური კვებისას – იგივე კალორაჟით ადაპტირებული ხელოვნური ნარევი 900-1000 მლ დღე–ღამეში, იგივე ინტერვალით.

 

დამატებითი საკვები – რეკომენდებული მენიუთი განსაზღვრული თხევადი და ნახევრადთხევადი კერძებით, ნახევრად მყარი საკვები, ფაფის სახით: 1. თავდაპირველად მიეცით ერთი სახეობის ბურღულეულისაგან (ბრინჯი, მანანა, ქერი, ჭვავი). 2. 1 ჩაის კოვზი შერჩეული ბურღულეული შეურიეთ 2–3 სუფრის კოვზ დედის რძეში, ან დამზადებულ ადაპტირებულ საკვებში. 3. ბოლო დროს ექიმები ნახევრად მყარი საკვების საწყის სახეობად ბოსტნეულის პიურეს გამოყენებას ანიჭებენ უპირატესობას, რადგან თვლიან, რომ ის უფრო სასარგებლოა ბავშვის ორგანიზმისათვის. 4. არ მისცეთ ბავშვს ნახევრად მყარი საკვები საწოვარიანი ბოთლით, გამოიყენეთ მხოლოდ კოვზი, რადგან ამ დროს ვითარდება ენის კუნთები, რაც ხელს უწყობს სწორი მეტყველების ჩამოყალიბებას.