როგორ შევარჩიოთ ჩვილთა სწორი კვება (3 - 4 თვის ასაკში) - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ჩვილთა სწორი კვება (3 - 4 თვის ასაკში)

 

ბუნებრივი კვებისას უნდა მიიღოს 800 კკალ ენერგეტიკული ღირებულების დედის რძე 8–ჯერ (საშუალოდ 3 – 3,5 საათის ინტერვალით).

 

ხელოვნური კვებისას - იგივე კალორაჟით ადაპტირებული ხელოვნური ნარევი (დამზადებული 140 – 200 მლ ერთჯერადად (680-900 მლ დღე–ღამეში) 3,5 – 4 საათი ინტერვალით.

 

თუ დედის რძე არასაკმარისია – დეფიციტი უნდა შეივსოს მხოლოდ ადაპტირებული ნარევით, 6 თვემდე, ხოლო შემდეგ რეკომენდებული მენიუთი განსაზღვრული თხევადი და ნახევრადთხევადი კერძებით, რათა პატარას წონამ 6 – 7 კგ–ს მიაღწევს.

 

დედის რძე ჩვილს ყოფნის, თუ: შარდავს 6 – 8–ჯერ დღე-ღამეში. კუჭის მოქმედება აქვს ყოველდღიურად 1–2–ჯერა, ან ყოველი ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობით. ძუძუს წოვის შემდეგ კმაყოფილია და არ ჭირვეულობს. 1 კვირაში მატულობს წონაში საშუალოდ 150 –200 გრამით.