ჯანმრთელობა

ახალშობილების მოვლა

როგორ შევარჩიოთ ჩვილთა სწორი კვება (1 - 2 თვის ასაკში)

როგორ შევარჩიოთ ჩვილთა სწორი კვება (1 - 2 თვის ასაკში)

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

ახალშობილს აქვს ძუძუს ძებნის, წოვის და ყლაპვის რეფლექსები.

 

საფეხურები

  1. 1 ბუნებრივი კვებისას უნდა მიიღოს 600 კკალ ენერგეტიკული ღირებულების დედის რძე 8-12-ჯერ ან მეტჯერ (საშუალოდ 2,5 – 3,5 საათის ინტერვალით).
  2. 2 ხელოვნური კვებისას - იგივე კალორაჟით ადაპტირებული ხელოვნური ნარევი გამზადებული 100 – 130 მლ ერთჯერადად (600-780 მლ დღე–ღამეში), 3 – 3,5 საათი ინტერვალით.
  3. 3 თუ დედის რძე არასაკმარისია - დეფიციტი უნდა შეივსოს მხოლოდ ადაპტირებული ნარევით 6 თვემდე, ხოლო შემდეგ რეკომენდებული მენიუთი განსაზღვრული თხევადი და ნახევრადთხევადი კერძებით.
  4. 4 ჩვილს დედის რძე ყოფნის, თუ:
    შარდავს 6 – 8–ჯერ დღე-ღამეში;
    კუჭის მოქმედება აქვს ყოველდღიურად 1–2–ჯერ, ან ყოველი ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობით;
    ძუძუს წოვის შემდეგ კმაყოფილია და არ ჭირვეულობს;
    1 კვირაში საშუალოდ 150 –200 გრამით მატულობს წონაში.
  5. 5 როგორ შევარჩიოთ ჩვილთა სწორი კვება (3 - 4 თვის ასაკში)

გაფრთხილებები

  • ჩვილის საწყისი (დაბადების) წონა ორმაგდება სიცოცხლის 4 – 6 თვეზე.
  • ჩვილის საწყისი (დაბადების) წონა სამმაგდება სიცოცხლის მე–12–ე თვეზე.
  • სიცოცხლის მე–2 წელს წონაში ემატება 3 – 3,5 კილოგრამი.