როგორ შევადგინოთ სამადლობელი წერილი - rogor.ge

როგორ შევადგინოთ სამადლობელი წერილი

სამადლობელი წერილი იბეჭდება ორგანიზაციის ოფიციალურ ბლანკზე და ყოველთვის შედგება ქვემოთ ჩამოთვლილი ნაწილებისგან. პირველ რიგში, ასეთი წერილი შეიცავს ინფორმაციას პირის ან ორგანიზაციის შესახებ, რომლის მიმართაც გამოიხატება მადლიერება. მიმართვის შემდეგ, წერილში აღიწერება მიზეზი, რომლის გამოც ხდება მადლობის გადახდა. ტექსტი შეიძლება იკავებდეს, როგორც რამდენიმე წინადადებას, ასევე მთელ გვერდს. წერილის ბოლოში სავალდებულო თანმიმდევრობით დაიტანება ხელმოწერა და ორგანიზაციის ბეჭედი.

სამადლობელ წერილში, თანამშრომლობისათვის მადლობის გადახდისათვის გამოიყენება შემდეგი სტილის წინადადებები: "ჩვენ დიდად ვაფასებთ ერთობლივ სამუშაოს თქვენს კომპანიასთან", "ჩვენი კომპანიის სახელით მადლობას გიხდით (კომპანიის დასახელება)-ს მთელ კოლექტივს, ორმხრივად მომგებიანი და პარტნიორული ურთიერთობისათვის", "მადლობას გიხდით თქვენი თანამშრომლების კომპეტენტურობისა და პროფესიონალიზმისათვის". შეგიძლიათ გამოყოთ პარტნიორული ორგანიზაციის გარკვეული თანამშრომლების დამსახურებები თქვენი კომპანიის მიმართ. წერილში აღნიშნეთ, რომ მოცემული კომპანიის შეთავაზებული მომსახურება ყოველთვის არის უმაღლესი ხარისხის, დროული, ხოლო პერსონალი ყურადღებიანი და დახმარებისათვის მზადყოფნაში.

სამადლობელი წერილი რომელიმე თანამშრომლის მისამართით იწერება ბევრად უფრო თავისუფალი ფორმით. კომპანიის ხელმძღვანელის ან კადრების მართვის განყოფილების უფროსის სახელით. ასეთი ტიპის წერილებში გამოიყენება შემდეგი ფრაზები: "გულწრფელად მოხარული ვარ, რომ დაგნიშნეთ", "მსურს მადლობა გადაგიხადოთ შესანიშნავად შესრულებული სამუშაოსათვის", "ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ თქვენ ჩვენი გუნდის წევრი ბრძანდებით". წერილში აღნიშნეთ თანამშრომლის პროფესიონალური თვისებები, მისი უნარი, გადაწყვიტოს რთული ამოცანები და ხარისხიანად შეასრულოს მასზე დაკისრებული რთული ვალდებულებები.

სამადლობელ წერილებს ხშირად წერენ მასწავლებლებსა და პედაგოგებსაც. მათში ხშირად, კომპანიის ან სასწავლებლის სახელით გამოიხატება მადლიერება ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებისათვის, სტუდენტური პრაქტიკის ორგანიზაციისთვის, ოლიმპიადის ან სამეცნიერო კონფერენციის მოწყობისათვის. აღნიშნეთ, რომ ამ პედაგოგის დამსახურებით, სტუდენტები და მოსწავლეები აჩვენებენ ცოდნის მაღალ დონეს და მონაწილეობენ ბევრ მნიშვნელოვან პროექტში.

სამადლობელი წერილი იწერება ისეთ შემთხვევებშიც, როცა გსურთ მადლიერება გამოხატოთ გამოფენის, კონცერტის, მოგზაურობის ან სხვა მსგავსი ღონისძიების ჩატარებისათვის. მათში გამოიხატება რამდენად მნიშვნელოვანი და დროული იყო მოცემული ორგანიზაციის მონაწილეობა. აღნიშნეთ, რომ ყველაფერი მომზადებული იყო იდეალურად და მონაწილეებზე დატოვა წარუშლელი შთაბეჭდილება.

იმისათვის, რომ უკეთესი წარმოდგენა შეგექმნათ სამადლობელი წერილის დაწერის სტილზე, გადახედეთ მოცემულ მაგალითებს: სამადლობელი წერილის ნიმუში.docx სამადლობელი წერილის ნიმუში.pdf ან იხილეთ ინსტრუქცია: როგორ დავწეროთ სამადლობელი წერილი