როგორ დავწეროთ სამადლობელი წერილი - rogor.ge

როგორ დავწეროთ სამადლობელი წერილი

 

შეიძინეთ სამადლობელი წერილისავის განკუთვნილი, სპეციალური ლამაზი ბლანკი. მისი პოვნა შესაძლებელია ნებისმიერ საკანცელარიო მაღაზიაში.

 

დაიწყეთ წერილის წერა. სამადლობელი წერილების წერა მიღებულია კალმით. ასეთი საშუალებით ყველაზე მეტად ფასდება თქვენი მცდელობა, გულწრფელობა და არა თანამედროვე ტექნოლოგიები.

 

ადრესატს მიმართეთ სახელით. ამ ჟესტით თქვენ გამოხატავთ მისდამი პატივისცემასა და თაყვანისცემას. ვინაიდან, ყველასათვის ცნობილია, რომ ადამიანისათვის არ არსებობს უფრო სასიამოვნო ხმა, ვიდრე საკუთარი სახელის ჟღერადობა.

 

გამოხატეთ გულწრფელი მადლიერება. მოუყევით ადრესატს, თუ რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი მისი დახმარება ან მხარდაჭერა, ამა თუ იმ საქმეში. ვთქვათ, გადაუხადეთ მას მადლობა, იმისათვის, რაც გააკეთა.

 

იმისათვის, რომ უკეთესი წარმოდგენა შეგექმნათ სამადლობელი წერილის დაწერის სტილზე, გადახედეთ მოცემულ მაგალითებს: სამადლობელი წერილის ნიმუში.docx სამადლობელი წერილის ნიმუში.pdf ან იხილეთ ინსტრუქცია: როგორ შევადგინოთ სამადლობელი წერილი

 

გადაეცით წერილი ადრესატს. ჩვეულებრივ ეს ხდება სასიამოვნო გარემოში. გადაცემისას თქვით ის, რისი დატევაც ვერ მოახერხეთ ფურცელზე.