როგორ გავაკეთოთ Baseband Downgrade 06.15.00 დან 05.13.04-ზე (iPhone 3G/3GS) - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ Baseband Downgrade 06.15.00 დან 05.13.04-ზე (iPhone 3G/3GS)

 

პირველ რიგში აუცილებელია გაარკვიოთ თქვენი ტელეფონის Serial Number-ის მესამე, მეოთხე და მეხუთე ციფრი. ამისათვის შედიხართ Settings > General > About. თუ თქვენი სერიალის 3,4,5-ე ციფრები არის 003, მაშინ თქვენი ტელეფონი გამოშვებულია 2010 წლის 3-ე კვირას. ანუ პირველი ციფრი ნიშნავს წელს, (ჩვენ შემთხვევაში 0 არის 2010) მეორე და მესამე ციფრი კი კვირას. მაგალითად 912 არის 2009 წლის 12-ე კვირას გამოშვებული, 123 ნიშნავს 2011 წლის 23-ე კვირას. გაითვალისწინეთ!!! Serial Number-ის 3,4,5-ციფრები არ უნდა აღემატებოდეს 135-ს. თუ თქვენი iPhone 3GS 16GB/32GB გამოშვებულია 2011 წლის 35-ე კვირას და ზემოთ, ამ პროცესმა შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანოს ტელეფონი!

 

გადმოიწერეთ iPhone iOS-ის (IPSW) ვერსია რომელიც გიყენიათ ამჟამად. (მიმდინარე ვერსიის სანახავად შედით Settings > General > About და ნახეთ Version)

 

გახსენით RedSn0w ([i]Run as Administrator-ით[/i]) და შედით "Extras" შემდეგ დააკლიკეთ "Select IPSW" და ამოირჩიეთ გადმოწერილი iOS

 

არჩევის შემდეგ, დააკლიკეთ ღილაკს < Back და დაბრუნდით უკან, შემდეგ დააკლიკეთ Jailbreak

 

მონიშნეთ მხოლოდ Downgrade from iPad baseband, დააჭირეთ Next-ს და დაელოდეთ სანამ აიფონი არ დაამთავრებს Downgrade პროცესს.

 

როდესაც პროცესი დამთავრდება, ტელეფონს თავიდან გაუკეთეთ iPhone Unlock