როგორ გავუკეთოთ Unlock iPhone 3G, 3GS, 4-ს - rogor.ge

როგორ გავუკეთოთ Unlock iPhone 3G, 3GS, 4-ს

 

ტელეფონს გაუთიშეთ 3G და ამოიღეთ SIM ბარათი 3G-ს გასათიშად შედით Settings->General->Network->Enable 3G

 

მოძებნეთ აპლიკაცია სახელად Cydia და გახსენით (ამ დროს აუცილებელია ჩართული გქონდეთ Wi-Fi ინტერნეტი)

 

აპლიკაციის გახსნის შემდეგ, ქვედა მენიუდან ამოირჩიეთ Manage, შემდეგ გადადით განყოფილება Source-ში, დააჭირეთ Edit ღილაკს (ზედა მარჯვენა კუთხეში), ამ დროს გამოჩნდება Add ღილაკი (ზედა მარცხენა კუთხეში) დააჭირეთ და შეიყვანეთ შემდეგი მისამართი: http://repo666.ultrasn0w.com/ (ultrasn0w-ში ო-ს მაგივრად წერია ნული)

 

როდესაც ჩატვირთვას მორჩება, შავ ეკრანზე გამოჩნდება ღილაკი Return to Cydia, დაჭერის შემდგომ ავტომატურად დაბრუნდებით უკან (Source განყოფილებაში) და დააჭერთ Done ღილაკს.

 

ჩამონათვალ სიაში (Entered by User) იხილავთ repo666.ultrasn0w.com-ს, იმ შემთხვევაში თუ არ გამოჩნდა სია გადახვალთ Search განყოფილებაში და მოძებნით ultrasn0w-ს, შეხვალთ და დააჭერთ, შემდეგ Install->confirm და დაელოდებით ჩატვირთვას (გაითვალისწინეთ ამ დროს SIM ბარათი ამოღებული უნდა გქონდეთ)

 

ინსტალაციის შემდგე, შავ ეკრანზე გამოჩნდება ღილაკი Restart SpringBoard, დააჭერთ და დაელოდებით. ტელეფონი გადაიტვირთება.

 

დარწმუნდით, რომ Ultrasn0w დაყენდა, ამისათვის შედიხართ Cydia-ში, Manage->Packages და მოძებნეთ ultrasn0w

 

ახლა უკვე თქვენ შეგიძლიათ ჩადოთ SIM ბარათი, არ გათიშოთ აიფონი, ჩართულ მდგომარეობაში ჩასვით. თუ ყველაფერი სწორად და წარმატებით გაიარეთ, გილოცავთ! თქვენ უკვე სარგებლობთ ტელეფონით, რომელზეც არანაირი შეზღუდვა აღარ გაქვთ! ისევ და ისევ დიდი მადლობა iPhone Dev-Team-ს.