როგორ დავაყენოთ iOS 6 iPhone 3GS-ზე (მხოლოდ Old Bootrom-ზე) - rogor.ge

როგორ დავაყენოთ iOS 6 iPhone 3GS-ზე (მხოლოდ Old Bootrom-ზე)

 

გაიგეთ თქვენი iPhone 3GS-ის Bootrom-ის ვერსია სანამ ჯეილბრეიკზე გადახვალთ, პირველ რიგში, უნდა გაიგოთ თქვენი აიფონის ბუთრუმის ვერსია. იხილეთ ინსტრუქცია როგორ გავიგოთ iPhone 3GS-ზე Bootrom-ის ვერსია იმ შემთხვევაში, თუ გიყენიათ ახალი ბუთრუმი (New Bootrom) შეწყვიტეთ საფეხურების შესრულება.

 

შედით iOS-ის გადმოსაწერ ბმულზე და ამოირჩიეთ iPhone 3G S (6.0.1/10A523), შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Download.

 

გადმოიწერეთ RedSn0w 0.9.15b3

 

ჩართეთ Redsn0w Run as Administrator-ით.

 

დააკლიკეთ ღილაკს "Extras", შემდეგ "Select IPSW" და ამოირჩიეთ გადმოწერილი iOS 6 (iPhone2,1_6.0.1_10A523_Restore.ipsw)

 

დააკლიკეთ ღილაკს "Back" და შემდეგ "Jailbreak"-ს

 

ამოირჩიეთ "install Cydia only"

 

Redsnow შეგატყობინებთ, რომ დანარჩენი პროცესი წარიმართება თქვენს iPhone-ში, დაელოდებით სანამ ჯეილბრეიკის პროცესი დამთავრდება და ჩართავთ ტელეფონს. გილოცავთ! თქვენ უკვე შეგიძლიათ გააკეთოთ Unlock-იც.