როგორ გამოვასწოროთ შეცდომა iPhone-ს Downgrade-ის დროს (Exploiting with Limera1n / Uploading ramdisk)

ხშირია შემთხვევა, როდესაც iPhone-ს Baseband Downgrade-ს დროს იჭედება ბოლო პროცესზე Exploiting with Limera1n ან/და Uploading ramdisk. ამის გამოსასწორებლად არსებობს რამდენიმე ხერხი (Fix), რომელიც ჩამოთვლილია საფეხურებში.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- Redsn0w 0.9.14b2
საფეხურები
- 1 პირველ რიგში დარწმუნდით, რომ აიფონი შეერთებული გაქვთ (გათიშულ მდგომარეობაში) კომპიუტერში USB 2.0 პორტში და არა 3.0-ში.
- 2 1. შეცდომა: Exploiting with Limera1n
- 3 გახსენით redsn0w (Run as Administrator)
- 4 გახსენით Task Manager (CTRL+ALT+Delete), მონიშნეთ Show processes from all users, მოძებნეღ პროცესებში redsn0w.exe, დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და ამოირჩიეთ Set Affinity... გახსნილ ფანჯარაში მონიშნეთ <All Processors> და OK.
- 5 redsn0w-ში ამოირჩიეთ Extras > Select IPSW და მიუთითეთ ის ვერსია რომელიც გიყენიათ ამჟამად (სავარაუდოდ გექნებათ iOS 5.1.1)
- 6 შემდეგ დაბრუნდით უკან, დააჭირეთ Jailbreack-ს, გათიშეთ ყველაფერი და მონიშნეთ მხოლოდ Downgrade from iPad Baseband (ამას აკეთებთ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ტელეფონი უკვე დაჯეილბრეიკებულია და გიყენიათ Cydia)
- 7 აჭერთ ღილაკს Next და რედსნოუ მოგთხოვთ ტელეფონის DFU Mode-ში გადაყვანას
- 8 DFU Mode-ში შესვლისთანავე redsn0w დაიწყებს პროცესს და დაელოდებით სანამ არ მორჩება.
- 9 2. შეცდომა: Uploading ramdisk
- 10 დააკლიკეთ redsn0w.exe-ს მარჯვენა ღილაკს და ამოირჩიეთ Properties -> Compatibility -> მონიშნეთ Run this program in campatibility mode -> და ამოირჩიეთ Windows XP (Service Pack 2)
- 11 დაიწყეთ Downgrade პროცესი თავიდან!
გაფრთხილებები
- თუ ინსტრუქციის შემდეგ შედეგი არ იქნა მიღწეული და მაინც პირველ შეცდომაზე იჭედება (Exploiting with Limera1n), მეორე საფეხურში <All Processors>-ის ნაცვლად მონიშნეთ მხოლოდ CPU0 ან CPU1 ან შეასრულეთ მხოლოდ მეორე შეცდომის საფეხური (საფეხური #10).