როგორ გავუკეთოთ Jailbreak iPhone 3GS-ს (iOS 5.1.1 და iPad Baseband 06.15.00) - rogor.ge

როგორ გავუკეთოთ Jailbreak iPhone 3GS-ს (iOS 5.1.1 და iPad Baseband 06.15.00)

 

თუ თქვენს ტელეფონზე აყენია Baseband 06.15.00 ვერსია და სცადეთ სხვადასხვა jailbreak/unlock მაგრამ უშედეგოდ, მიჰყევით ინსტრუქციას რათა განაახლოთ iPad-ის 06.15.00 ვერსიის Baseband-ზე. თქვენი ტელეფონის Baseband-ის გასაგებად შედიხართ Settings->General->About->Modem Firmware

 

სანამ კონკრეტულ პროცესებამდე მიხვალთ, პირველ რიგში, აუცილებელია გაარკვიოთ თქვენი ტელეფონის Serial Number-ის მესამე, მეოთხე და მეხუთე ციფრი. ამისათვის შედიხართ Settings->General->About. Serial Number-ის ცოდნა აუცილებელია იმისათვის, რომ გავიგოთ რომელი წლის რომელ კვირას არის გამოშვებული ტელეფონი. მაგალითად თუ თქვენი სერიალის 3,4,5-ე ციფრები არის 003 მაშინ თქვენი ტელეფონი გამოშვებულია 2010 წლის 3-ე კვირას. ანუ პირველი ციფრი ნიშნავს წელს, (ჩვენ შემთხვევაში 0 არის 2010) მეორე და მესამე ციფრი კი კვირას. მაგალითად 912 არის 2009 წლის 12-ე კვირას გამოშვებული, 123 ნიშნავს 2011 წლის 23-ე კვირას. გაითვალისწინეთ!!! Serial Number-ის 3,4,5-ციფრები არ უნდა აღემატებოდეს 135-ს. თუ თქვენი iPhone 3GS 16GB/32GB გამოშვებულია 2011 წლის 35-ე კვირას და ზემოთ, ამ პროცესმა შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანოს ტელეფონი!

 

გახსენით ფოლდერი და დაარქვით jailbreak, გადმოიწერეთ redsn0w 0.9.14b1 და ჩააგდეთ გახსნილ ფოლდერში (საქაღალდეში)

 

გადმოიწერეთ Apple iOS 5.1.1 ვერსია iPhone 3GS-თვის და ასევე მოათავსეთ გახსნილ ფოლდერში სახელად jailbreak

 

განაახლეთ iOS. ([i]გამოტოვეთ ეს საფეხური თუ თქვენ უკვე გიყენიათ iOS 5.1.1[/i]) ჩართეთ iTunes და შეაერთეთ ტელეფონი. მარცხენა ნავიგაციიდან ამოირჩიეთ (Devices ქვემოთ) თქვენი აიფონი. გამოჩნდება ეკრანზე Version სადაც იხილავთ ღილაკებს Update და Restore. დააჭირეთ Restore-ს Shift ღილაკთან ერთად და ამოსარჩევ ფანჯარაში ამოირჩევთ გადმოწერილ iOS ფაილს (iPhone2,1_5.1.1_9B206_Restore.ipsw) დაელოდეთ, ითუნსი ავტომატურად განაახლებს ოპერაციული სისტემის ვერსიას.

 

ჩართეთ redsn0w.exe ადმინისტრატორის რეჟიმში. ამისათვის დააკლიკეთ redsn0w-ზე მარჯვენა ღილაკს და შემდეგ Run as Administrator, ან უბრალოდ Shift+Mouse Click

 

redsn0w-ს გახსნის შემდეგ დააჭირეთ Extras, ამოირჩიეთ Custom IPSW და გახსნილ ფანჯარაში მიუთითეთ iPhone2,1_5.1.1_9B206_Restore.ipsw. პროგრამა გვკითხავს ახალია თუ არა თქვენი ტელეფონი (რაც მეორე საფეხურში გაიარეთ) შესაბამისად მიუთითებთ, რომ თქვენი ტელეფონი ახალი მოდელი არაა და დააჭერთ No-ს. დაელოდებით ჩატვირთვას. ([i]ეს საფეხური გაიარეთ იმ შემთხვევაში თუ გსურთ ძველი Baseband-ის შენახვა[/i])

 

დაუბრუნდით ისევ Extra-ს და დააჭირეთ ღილაკს Select IPSW, ამოირჩიეთ გადმოწერილი iPhone2,1_5.1.1_9B206_Restore.ipsw როგორც (წინა საფეხურში) ან ამოირჩიეთ redsn0w-ს მიერ შექმნილი IPSW, (წინა საფეხური) რომელსაც წინ NO_BB_ უწერია. ეს ნიშნავს Baseband-ის გარეშე ინსტალაციას, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ვაყენებთ ახალ (iPad-ის) Baseband-ს და ამიტომ წინა საფეხურს დიდ ყურადღებას ნუ მივაქცევთ და როგორც ზემოთ ავღნიშნე ამოირჩევთ ორიგინალ ფაილს (iPhone2,1_5.1.1_9B206_Restore.ipsw)

 

დაუბრუნდით პროგრამის მთავარ მენიუს და დააჭირეთ Jailbreak-ს. პროგრამა გახსნის პატარა ინსტრუქციის ფანჯარას. სადაც აღწერილია, რომ თუ ახალი iPhone 4S გაქვთ შეგიძლიათ უბრალოდ შეართოთ და დააჭიროთ Next-ს, თუ არადა მოგიწევთ DFU Mode-ში გადაყვანა, რომელშიც redsn0w დაგეხმარებათ. იმ შემთხვევაში თუ ვერ გააკეთეთ და არ გაქვთ საკმარისი ინგლისურის ცოდნა, იხილეთ ინსტრუქცია როგორ შევიდეთ DFU Mode-ში iPhone, iPad და iPod Touch-ით. (თუ იკითხა ძველ და ახალ ვერსიაზე ისევ მიუთითეთ No)

 

DFU Mode-ში შესვლის შემდეგ reds0w გადაარესტარტებს აიფონს. არ გათიშოთ პროგრამა, ტელეფონის რესტარტის შემდეგ დაიწყება jailbreak-ის ინიციალიზაცია (ამ ყველაფერს redsn0w აკეთებს ავტომატურად)

 

ინიციალიზაციის შემდეგ მონიშნეთ Install Cydia, ასევე მონიშნეთ Install iPad Baseband და დააჭირეთ Next

 

ტელეფონი გადარესტარტდება ხელმეორედ, ჩაიტვირთება ახალი RAM Disk და Kernel-ი. გილოცავთ! ახლა თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენი iPhone 3GS-ით ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. მადლობა iPhone Dev-Team-ს.

 

ტელეფონის ჩართვის შემდეგ, არ დაგავიწყდეთ გათიშოთ Location services. შედიხართ Settings->Location services->OFF

 

Jailbreak-ის შემდეგ აიფონს სჭირდება Unlock, რომ ჩაერთოთ საქართველოს (და არა მარტო საქართველოს) მობილურ ოპერატორებთან და დაამყაროთ კომუნიკაცია ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. იხილეთ როგორ გავუკეთოთ Unlock iPhone 3G, 3GS, 4-ს.