როგორ ვიგრძნოთ უკეთ თავი თვითმფრინავით მგზავრობისას
შეარჩიეთ ისეთი ავიაკომპანია რომელიც სარგებლობს ნდობით და გამოცდილი გაქვთ თქვენ ან თქვენს ახლობელბს. გირჩევთ, რომ ხანგრძლივი ფრენის შემთხვევაში უპირატესობა მიანიჭოთ უცხოურ ავიაკომპანიებს. თუ თქვენ ცუდად იტანთ თვითფრინავით ფრენას, ნუ ისარგებლებთ ჩარტერული რეისებით, განსაკუთრებით ცხელ სეზონში.
სწორად შეარჩიეთ ადგილი თვითმფრინავში. ხანგრძლივი, საკონტინენტთაშორისო ფრენებისას აირჩიეთ ადგილი ბიზნესს კლასში - იქ ბევრად კომფორტულია მგზავრობა. თუ თქვენ არ გაქვთ ამის საშუალება ითხოვეთ ადგილი თვითფრინავის შესასვლელთან სადაც გაცილებით მეტი არის ადგილი და დაცილება სავარძლებს შორის. თუ თქვენ მოგწონთ ფანჯარაში ყურება, შეარჩიეთ ადგილი ილუმუნატორთან, ხოლო ვისაც უყვარს ფრენისას ფეხების გამართვა, უმჯობესია ადგილი დაიკავოს გასასვლელთან.