როგორ შევიმუშაოთ საკუთარი ბიზნეს გეგმა (ზოგადი რჩევები) - rogor.ge

როგორ შევიმუშაოთ საკუთარი ბიზნეს გეგმა (ზოგადი რჩევები)

აირჩიეთ ბიზნეს იდეა და დარწმუნდით, რომ ეს სწორედ ის არის რაც თქვენ გინდათ. შეაფასეთ თქვენი უნარები და იმის მიხედვით განახორციელეთ პრაქტიკაში.

დააზუსტეთ მიზანი რისთვისაც წერთ ბიზნეს გეგმას: ჩამოაყალიბეთ ფირმის საქმიანობის თანმიმდევრობა, შეისწავლეთ მომხმარებლის მოთხოვნილება, სწორად განსაზღვრეთ დაფინანსების წყაროები. გადაწყვიტეთ თქვენი ბიზნეს გეგმის მიმართულება: ბანკი, ინვესტორი, ან შექმნილი მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის.

შეისწავლეთ ინფორმაცია მეწარმეობაზე. მოიშველიეთ სახელმძღვანელოები, თუ ეს არის შესაძლებელი მიიღეთ კონსულტაცია ბიზნეს ცენტრებში. სასარგებლო იქნება გაიაროთ სამეწარმეო კურსები. ისინი მოგცემენ საჭირო ინფორმაციას ბიზნესის დაგეგმარებაზე.

შეადგინეთ თქვენი ბიზნეს გეგმის უხეში პირველადი გეგმა. მოინიშნეთ რას დაწერთ, რომელ ნაწილში გააკეთებთ გათვლებს. დაიწყეთ უფრო სიღრმისეული მუშაობა გეგმის თითოეულ პუნქტზე. ამ პუნქტში უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია: იურისტთან, საგადასახადო სპეციალისთან, ეკონომისთან.

აუცილებლად შეისწავლეთ მომხმარებლის მოთხოვნილებები. რაც უფრო მეტი იქნება პოტენციური მომხმარებელი, მით უფრო მომგებიანი იქნება თქვენს მიერ გაწერილი გეგმა. ასევე საჭიროა შევისწავლოთ კონკურენტები და მათი გამოცდილება რათა გავაკეთოთ პროგნოზირება სამომავლო შეცდომებზე.

აირჩიეთ ბიზნესის ფორმა (იდმეწარმე, შპს, სპს, სააქციო საზოგადოება და ა.შ.). ბიზნეს გეგმისთვის შეარჩიეთ მაქსიმალურად ბევრი და საჭირო ინფორმაცია, გიჩვენებთ თქვენ ცოდნას არჩეულ სფეროში და დაგეხმარებათ მუშაობაში: აღწერა ტექნოლოგიის აღწერაში, კრედიტის გადახდის გრაფიკი და ა.შ. ეს მონაცემები სამომავლოდაც დაგჭირდებათ.

შეაფასეთ თქვენი რესურსები, რომელიც გაქვთ ამ მომენტში. რა არის კიდე საჭირო და სად აიღებთ დანარჩენს, რა პირობით. მიუთითეთ საჭიროა თუ არა პერსონალის მოზიდვა. თუ საჭიროა მოზიდვა, რა მოთხოვნილებაა "დეფიციტურ" პროფესიონალ კადრებზე, მოიფიქრეთ რა პირობებს შესთავაზებთ მათ, რომ გამჯობინონ თქვენს კონკურენტებს.

გაანალიზეთ და გამოთვალეთ შესაძლო ხარჯები წყალზე, ელექტრო ენერგიაზე, კომუნიკაციაზე. ასახეთ თქვენი გამოთვლები ბიზნეს გეგმაში. ყველაზე ხშირად კომპანიის საქმიანობა არ იწყება ან პრობლემას უქმნის გარემოს დაბინძურების, სანიტარიული და სხვა ზედამხედველობის ორგანოები. ეს, რომ არ მოხდეს, ბიზნეს გეგმაში აღნიშნეთ გჭირდებათ თუ არა ზემოთ აღნიშნული ორგანოების დასტური თქვენ საქმიანობაში.

მიუთითეთ თქვენი ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეები გეგმაში. რითი იქნება ის განსხვავებული კონკურენტი კომპანიებისგან. შეაფასეთ შესაძლო რისკები და მისი გადაჭრის გზები. მარკეტინგული კამპანიის საფუძველზე გააკეთეთ ოპტიმისტური და პესიმისტური პროგნოზები თქვენი კომპანიისა. ეს საჭიროა პირველ რიგში იმიტომ, რომ თვალი ადევნოთ კომპანიის განვითარების დინამიკას, მეორე მხრივ შეაფასოდ შესაძლო დანაკარგები, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში კრედიტი დასაფარი იქნება.

ბიზნესის გეგმის შემუშავების შემდეგ, თავ ფურცელზე იწერება კომპანიის სახელწოდება და დამფუძნებელის გვარი. მოკლედ იწერება კომპანიის არსი, მიზანი (გარდა მოგებისა), ბოლოს ვის მიერ და როდის იყო შემუშავებული ბიზნეს გეგმა. თქვენს წინ იქნება უკვე გამზადებული ბიზნეს გეგმა თავისი გათვლებით, გაგიადვილებთ კორექტირება მოახდინოს თქვენი მიზნების, მეთოდები მიზნის მისაღწევად, სახსრები რომლებიც დაეხმარებიან ბიზნესის განვითარებაში.