როგორ მოვიქცეთ ბიზნეს კონკურენტებთან (ზოგადი რჩევები)
არასდროს არ გაუშვათ მხედველობიდან თქვენი კონკურენტები. თქვენ ყოველთვის უნდა იცოდეთ რას აკეთებენ ისინი, რა პროდუქტს აწარმოებენ, რომელ ბიზნეს გამოფენებში იღებენ მონაწილეობას და სხვ. გამოიყენეთ ყოველი შანსი იმისა, რომ გაიგოთ ახალი ინფორმაცია თვენი კონკურენტების შესახებ.
სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია ჯერ გაანალიზეთ და შემდეგ დაეყრდენით მას. თუ მონიტორინგის სამსახური იდეალურად არის ჩამოყალიბებული, ის დაკარგავს თავის მნიშვნელობას, თუ მოპოვებული ინფორმაცია არ იქნება სათანადოდ გაანალიზებული. იპოვეთ კონკურენტის ძლიერი და სუსტი მხაარები. გაანალიზეთ თუ რამდენად დაგეხმარებათ კონკურენტებზე მიღებული ინფორმაცია ბიზნესის სამომავლო გეგმებში.