როგორ დავიწყოთ მცირე ბიზნესი - rogor.ge

როგორ დავიწყოთ მცირე ბიზნესი

 

ყველაფერი იწყება იდეის მოძებნით. ერთ-ერთი ძირითადი თვისება ბიზნესის უნდა იყოს უნიკალურობა. თუ იდეა სრულიად ახალია ინოვაციური, მაშინ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, თუ იდეა არ არი ახალი, მაშინ უნდა მივუდგეთ ყურადღებით თითოეულ ნაბიჯს. ამ ეტაბზე ბაზარი სწრაფად ვითარდება, მუდმივად ჩნდება ახალი პროდუქტი ასე, რომ მცირე ბიზნესის დაწყება შეგვიძლია სწრაფად დიდი რისკების გარეშე. პირველ რიგში საჭიროა ბაზრის ანალიზი ქვეყანაში და შემდეგ ქალაქის. მონაცემების საფუძველზე გავიგოთ მოსახლეობის მოთხოვნილებები და განვსაზღროთ თუ რა პროდუქტი ან მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებლებს. უპირატესობა მცირე ბიზნესის იმაშია, რომ მარტივად ეგუება ცვლილებეს, მსხვილი კომპანიებთან განსხვავებით.

 

ღირს გავითვალისწინოთ ჩვენი ცოდნა და უნარები, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას რომელი პროდუქტი მივაწოდოთ მომხმარებელ. ბაზრის შესწავლის შემდეგ საჭიროა სწორედ შერჩეული ბიზნეს გეგმა. ბიზნეს გეგმა უნდა ასახავდეს ყველანაირ ხარჯებს ბიზნესთან დაკავშირებულს, კონკურენტების შესწავლას და მოგებას დროთა განმავლობაში. სანამ დაიწყებთ საკუთარ მცირე ბიზნეს, კანონის მიხედვით უნდა დავრეგისტრირდეთ როგორც მეწარმე სუბიექტი.

 

შემდეგ მოდის რეკლამა შემოთავაზებული პროდუქტის ან მომსახურების. რეკლამის გარეშე არ არის წინსვლა, თანამედროვეობაში რეკლამის გარეშე ვერც მცირე და ვერც დიდი ბიზნესი უბრალოდ ვერ გადარჩება, კონკურენტულ ბაზარზე. საჭიროა ვიპოვოთ ჩვენი პოტენციული კლიენტი, რომელზეც იქნება ორიენტირებული მთლიანი ბიზნესის მუშაობა. წარმატებული ბიზნესი შეიძლება აგებული იყოს მხოლოდ რისკების გათვითცნობიერებით და დიდი მუშაობით ამ სფეროში.