როგორ გადმოვიტანოთ მუსიკა iPhone-ში iTunes მეშვეობით - rogor.ge

როგორ გადმოვიტანოთ მუსიკა iPhone-ში iTunes მეშვეობით

 

პირველ რიგში საჭიროა პროგრამა iTunes-ს გადმოწერა და მისი ჩვენს კომპიუტერზე დაინსტალირება. შემდეგ შევდივართ iTunes-ში და ვირჩევთ ფაილს - New Playlist. გადაარქვით მას სახელი - iPhone Sync. ბოლო ვერსიის iTunes-ს გადმოსაწერი გვერდის ბმული

 

ამის შემდეგ გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება კომპიუტერში არსებული სიმღერების ჩამონათვალი. დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ფაილი რჩება თავის ადგილზე. მონიშვნების გაკეთება საჭიროა, მხოლოდ შემდეგი მოქმედებების შესასრულებლად. ფანჯრის ქვევით აღნიშნული იქნება ინფორმაცია მუსიკალური კოლექციის შესახებ, სიმღერების რაოდენობა, საერთო ხანგრძლივობა და დაკავებული სივრცის მოცულობა.

 

დაგვრჩა მხოლოდ არჩეული სიმღერების iPhone-ში ჩაწერა. ვაკავშირებთ iPhone-ს კომპიუტერთან USB კაბელის მეშვეობით და ვაგრძელებთ მუშაობას. შემდეგ ვაჭერთ Device-ს ქვემოთ ჩვენი აიფონის სახელს და გადავდივართ განყოფილებაში "Music", ვუკეთებთ ნიშნულს "Sync" და ვირჩევთ ჩვენს შექმნილ მუსიკალურ ჩამონათვალს (Playlist) iPhone Sync-ს და ვაჭერთ Sync ღილაკს.

 

ამის შემდეგ თქვენს iPhone-ში ჩატვირთული იქნება ყველა მითითებული სიმღერა. დატკბით მიღებული შედეგით. ამის გარდა, თქვენ შეგიძლიათ ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაარედაქტიროთ მუსიკალური კოლექცია iPhone-ს საშუალებით. წაშალოთ ან დაამატოთ ახალი მუსიკები.