როგორ ჩავწეროთ მუსიკა iPod-ში - rogor.ge

როგორ ჩავწეროთ მუსიკა iPod-ში

 

iPod არ აღიქმება პერსონალური კომპიუტერის მიერ როგორც პლეერი, რადგან დაფარულია ოპერაციული სისტემა, შესაბამისად შეუძლებელი მასზე რამე სახის ინფორმაციის მყარი დისკინად მასში პირდაპირ ჩასმა ან კოპირება. კიდევ ერთი ნიუანსი: იმ შემთვევაშიც კი, თუ ამის საშუალება იქნებოდა, მაგალითად iPod touch-ის Jailbreak შასუალებით, მაგრამ მუსიკა მაინც არ იქნებოდა აღქმული პლეერის მიერ. ყველაფერი იმიტომ, რომ Apple იყენებს AAC მუსიკალურ ფორმატს და უარს ამბობს MP3-ზე. მისი წყალობით ხდება თქვენი iPod-ის მახსოვრობის ეკონომია.

 

მაშინ როგორ ჩაწეროთ სიმღერები iPod-ში? მუსიკის პლეერთან სინქრონიზაციისთვის დაგჭირდებათ პროგრამა iTunes. ის სრულიად უფასოა, აქვს მრავალენოვანი იტერფეისი და იტვირთება პირდაპირ Apple-ს ოფიციალური საიტიდან. მისი დაყენების შემდეგ შეუერთეთ პლეერი კომპიუტერს. პირველ რიგში, საჭიროა USB კაბელით შეერთებული iPod-ის iTunes-ში გააქტიურება. აქტივაციის შემდეგ მაცხენა პანელში თქვენ დაინახავთ დაკავშირებულ მოწყობილობას - Apple iPod. დააკლიკეთ მასზე და გახსნილ ფანჯარაში გადადით დაფაზე Music. იქვე Apple iPod-ის ბიბლიოთეკიდან ნიშნულებით აირჩიეთ საქაღალდეები ან ცალკეული ფაილები, რომელთა ჩატვირთვაც გსურთ iPod-ში. | ბოლო ვერსიის iTunes-ს გადმოსაწერი გვერდის ბმული | ზომა 74 MB |

 

მუსიკის iTunes ბიბლიოთეკაში დასამატებლად ზედა მენიუში პუნქტი File და ქვეპუნქტი Add File To Library ან იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ერთდროულად რამდენიმე ფაილის დამატება აირჩიეთ Add Folder To Library.

 

მას შემდეგ, რაც პლეერზე ჩასაწერი მუსიკალური ნაწარმოებების ჩამონათვალი გარკვეულია, დაბრუნდით მოწყობილობის მთავარ ფანჯარაში და დააჭირეთ ქვევით მდებარე ღილაკს Sync. დაელოდეთ სინქრონიზაციის დასრულებას, რის შემდეგაც იხილავთ თქვენს სასურველ სიმღერებს iPod-ში. MP3 პლეერების ყველა მოდელი ინეტრნეტ მაღაზიაში Be.ge