როგორ მოვიმატოთ სიმაღლე ვიზუალურად - rogor.ge

როგორ მოვიმატოთ სიმაღლე ვიზუალურად

 

დგომის სწორი პოზა მოხრილი ადამიანი ნაკლებად გამოჩნდება მაღალი. ამიტომ გაიმართეთ წელში, ამაყად ასწიეთ თავი და გაშალეთ მხრები.

 

ფეხსაცმელი არსებობს მამაკაცების სქელლანჩიანი ფეხსაცმელი, მათთვის ვისაც სურს გამოჩნდეს მაღალი. ის შეიძლება იყოს შესამჩნევი, მაგრამ არ ღირს პლათფორმიანი ფეხსაცმლის შეძენა. ხოლო ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის სიმაღლე მხოლოდ ფანტაზიითაა შეზღუდული.

 

ტანსაცმელი შეეცადეთ ჩაიცვათ ისე, რომ ზედა და ქვედა სამოსი ერთი ფერის იყოს, თქვენი სხეული არ დაიყოფა ნაწილებად, რის გამოც გამოჩნდებით უფრო მაღალი. სასურველია ტანზე მომჯდარი სამოსი, ის უფრო ტანადს გამოგაჩენთ, ვიდრე ფართო ტანისამოსი. იმ შემთხვევაში, თუ გიყვართ ზოლებიანი ან სახიანი ტანსაცმელი, მაშინ შეარჩიეთ ვერტიკალურ ზოლებიანი, ის თქვენს სხეულს უფრო მოხდენილს გამოაჩენს. ჯობს შეარჩიოთ შარვალი ნაკეცის გარეშე, მის გარეშე ფეხები უფრო გრძელი გამოჩნდება.

 

თმები ზევით აწეული თმები მოგიმატებთ რამდენიმე სანტიმეტრს. ჩამოშლილი თმები ფარავს კისერს და მხრებს, რაც ვიზუალურად მოგაკლებთ სიმაღლეს.

 

იმ შემთხვევაში, თუ ამ ხერხების გამოყენების შემდეგ კვლავ უკმაყოფილო დარჩით მიღებული შედეგით, მაშინ იხილეთ – როგორ მოვიმატოთ სიმაღლეში (ზოგადი რჩევები)