როგორ მოვიმატოთ სიმაღლეში (ზოგადი რჩევები) - rogor.ge

როგორ მოვიმატოთ სიმაღლეში (ზოგადი რჩევები)

პირველ რიგში უნდა გაზომოთ საკუთარი სიმაღლე ზუსტად. ხოლო შემდეგ აკონტროლოთ მისი ცვლილება, ეს დაგეხმარებათ მეთოდის სისწორის დადგენაში და მოგცემთ მეტ ხალისს.

ჩაიხედეთ თქვენს პირადობის მოწმობაში. იმ შემთხვევაში თუ ასაკში 18–20 წლამდე ეწერება, მაშინ გაქვთ გაზრდის შანსი. თუ ეწევით და სვამთ, ეს მნიშვნელოვნად შეგიშლით ხელს. შეხედეთ თქვენს მშობლებს, თუ ისინი მაღლები არიან, მაშინ მეტი შანსი გაქვთ. მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ ხართ ლილიპუტების მწეველი შვილი მაინც არსებობს იმის იმედი, რომ მოიმატებთ რამდენიმე სანტიმეტრს.

დასაწყისისთვის საჭიროა გაზარდოთ თქვენი კვების რაციონი სასარგებლო საკვებით. ესენია: ფაფები, კვერცხი, თაფლი, ბევრი ხილი და ბოსტნეული, ქაცვი და სხვა. + რამდენიმე ზრდის ჰორმონის კუნთქვეშა ინექცია ძილის წინ.

ჭკვიანმა სქელლინზებიანი სათვალეების მქონე ბიძებმა თავის კვლევით ლაბორატორიებში დაამტკიცეს, რომ რეგულარული და დინამიური დატვირთვის შემთხვევაში ძვლები მაგრდება და კარგად იზრდება! სიმაღლეში მომატებისთვის კარგია: კალათბურთი, ცურვა, ხტუნვა, მსუბუქი ათლეტიკა, ხელბურთი. სასურველია კვირაში 2–3 ჯერ ესტუმროთ აუზს და იცუროთ ბრასით.

ახლა კი ყველაზე საინტერესო – ყოველდღიური ვარჯიშები:

1. მონიშნეთ კედელზე ისეთი ხაზი, რომელსაც ვერ წვდებით. შემდეგ დადექით კედელისკენ სახით თითის წვერებზე, გაიწელეთ, შეეცადეთ მიწვდეთ. ეხლა ის მიუწვდომელი ჩანს, მაგრამ ცოტახანში ეს ასე აღარ იქნება.

2. ჩამოეკიდეთ ძელს. აიწიეთ, შემდეგ კი მოდუნდით და შეეცადეთ გაჩერდეთ 2–3 წუთის განმავლობაში. მოადუნეთ კუნთები და დაიწყეთ ფეხების მოძრაობა აქეთ–იქით.

3. ჯერ ცალი ფეხით, ხოლო შემდეგ ორივეთი ახტით რაც შეიძლება მაღლა ეცადეთ მიწვდეთ არჩეულ წერტილს ჯერ თითებით, მერე ხელის გულით.

4. დაწექით ზურგზე, ფეხები გაშალეთ წინ, ხელები კი განზე. მორიგეობით ასწიეთ გაშლილი ფეხი ისე, რომ შექმნათ 90 გრადუსიანი კუთხე. 5. დაწექით მუცელზე, ხელები გადააჯვარედინეთ ზურგს უკან, მოიხარეთ ზურგში. ნიკაპი დაადეთ იატაკს, ხოლო ქუსლებით გაიწელეთ ჭერისკენ (ასწიეთ შეძლებისდაგვარად მაღლა). თითოეული ვარჯიში გაიმეორეთ ყოველდღიურად 5–10 ჯერ და არ მოგიწევთ შედეგის დიდხანს ლოდინი.