როგორ ვირბინოთ ზამთარში სწორად (დამწყებთათვის) - rogor.ge

როგორ ვირბინოთ ზამთარში სწორად (დამწყებთათვის)

 

სად ვირბინოთ ზამთარში? ზამთარში ღია ცის ქვეშ სირბილი ნაკლებდ კომფორტული და მოსახერხებელია, ვიდრე წელიწადის იმ დროს როცა არ არის თოვლი და ტალახი. ზამთარში ხანდახან მიუხედავად დასუფთავებისა მაინც არ არის დაყრილი თოვლზე მარილი, არც სათანადოდ არის ქუჩები იმ მდგომარეობაში, რომ მოხერხებული იყოს სირბილი, ასევე შეიძლება მოყინული იყოს რიგი ადგილები, ასე რომ სიფრთხილე გმართებთ. სირბილისას როცა ფეხი ცურავს, არის ალბათობა რომ დაიჭიმოთ მყესები, დაეცეთ და მიიღოთ მრავალი სხვადასხვა ტრამვა. გარკვეული ტიპის სპორცემენებისთვის, ჰაერზე ვარჯიში კატეგორიულად შეუცვლელია. მათთვის სპორტ-დარბაზები და სახლის სარბენი ბილიკები მიუღებელია. ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შეარჩიოს სარბენი ადგილი და მარშრუტი. მთავარია ტემპი არ დააგდოთ და განაგრძოთ ვარჯიში ფორმის დაუკარგავად, იქნება ეს დახურული ტიპის სტადიონი, სავარჯიშო დარბაზი თუ სახლის სარბენი ბილიკი ამას მნიშვნელობა არ აქვს.

 

რითი ვირბინოთ? რეკომენდაციები ზამთრის სარბენ ტანსაცმელზე : ზამთარში სირბილისას სასურვლია ტანსაცმელი იყოს ორ ფენიანი. ქვედა ფენა, მჭიდროდ უნდა იყოს სხეულზე მომდგარი, აუცილებლად უნდა იყოს ისეთი მატერიის რომელიც ადვილად შეიწოვს ოფლს და არ აღიზიანებს კანს. გარე ფენა უნდა იყოს ისეთი მატერიისგან, რომელიც არ გაატარებს ქარს და სუსხს შიგნით. ეს დაგიცავთ ზურის გაციებისა და სახსრების ტკივილისგან. შეგიძლიათ გამოიყენოთ სპორტული კოსტუმი ან საწვიმარი კომბინიზონი. არ დაგავიწყდეთ თავი. ქუდის დაფარება აუცილებელია რადგან თავი უნდა იყოს სითბოში. სუსხის დროს, განსაკუთრებით დილით იცის, კარგია დათბილული ხელთათმანებით სირბილი, დაიცავთ ხელებს გაყინვისგან. ხელთათმანი შეიძლება იყოს ნაქსოვიც და ტრიკოტაჟულიც. ფეცსაცმელი შეარჩიეთ მაღალ ქუსლზე. ისეთი ძირით რომელიც არ დაუშვებს ფეხის მარტივად დაცურებას. სასურველი იყოს დათბილული და მაქსიმალურად დაცული, რომ წყალი არ შევიდეს და ფეხი არ დაგისველდეთ. ყველა ადამიანი ვინც ფიქრობს ზამთარში სირბილზე, აუცილებლად იაზრებს რომ დაჭირდება აღჭურვილობა. ამიტომ წინასწარ მოამზადეთ და დაფიქრდით თუ რითი აპირებთ სირბილს.

 

ზამთრის სირბილის დამხასიათებელი თვისებები ზამთრის სირბილს აქვს რიგი შეზღუდვები. ლიერი ყინვები, როდესაც ტემპერატურა 15 გრადუს ცელსიუსზე დაბლა იწევს, სიცივესა და ყინვაში სირბილი მიუჩვეველი ადამიანისთვის არ არის რეკომენდირებული რადგან სასუნთი გზებს აღიზიანებს და რიგი გართულებები შეიძლება გამოიწვიოს. სირბილის ხანგრძლივობა და მანძილი დამოკიდებულია ამინდზე. რაც უფრო ცივა და რთული ბუნებრივი პირობებია, მით უფრო ნაკლები უნდა ირბინოთ. არ დაატანოთ თავს ძალა. შედეგის გაუმჯობესებას გაზაფხულზეც მოახერხებთ, ახლა საჭიროა ფორმის შენარჩუნებაზე იზრუნოთ. მაქსიმალურად შეეცდეთ ისუნთქოთ ცხვირით. თუ ისუნთქებთ პირით, ჰაერი ვერ მოასწრებს გათბობას პირდაპირ მიემართება ფილტვებში, ეს კი მათ გაციებას გამოიწვევს.სუსხიანი ქარის დროს როდესაც ცივიჰაერი წვავს სასუნთქ გზებს, ჯობია ადრე დაამთავროთ ვარჯიში. ქარში შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხივრსახოცი, დააფიქსირეთ ისე, რომ ცივი ჰაერი პირდაპირ სასუნთ გზებში არ ხვდებოდეს.

 

ზამთრის ვარჯიშის დასრულება სირბილის შემდეგ აუცილებელია თბილ შენობაში დაბრუნდეთ, რომ არ დაუშვათ სხეულის გაციება. როგორც წესი ზამთრის სირბილით კავდებიან ადამიანები, რომელთაც დიდი ნებისყოფის დიდი მარაგი გააჩნიათ, ასეთები კი არ ყოყმანობენ და არ არკვევენ შეიძლება თუ არა სირბილი ზამთარში. აქვე გახსოვდეთ რომ ზამთრის სირბილის შედეგი არ იქნება მხოლოდ ტონუსში ყოფნა მთელი დღით, ეს ნიშნავს მეტს, მაგ: კარგი ფიზიკური ფორმა და შესანიშნავი იმუნიტეტი.