როგორ დავარეგისტრიროთ Apple ID - rogor.ge

როგორ დავარეგისტრიროთ Apple ID

 

გახსენით iTunes-ი შევდივართ iTunes Store-ზე და ვაჭერთ ღილაკს "Sign in".

 

შემდეგ გამოსულ ფანჯარაში: Create Apple ID. გაიხსნება ახალი ფანჯარა სადაც iTunes შეგვახსენებს რის გაკეთებას შევძლებთ მომავალში ქვენი ID-ით და აქ უბრალოდ ვაჭერთ Continue

 

შემდეგ ფანჯარაში სადაც მონიშნავთ “I have read and agree to these terms and conditions” და დააჭერთ ღილაკს Agree ვეთანხმებით ლიცენზიას.

 

ამის შემდეგ ვავსებთ ველებს: Email - თქვენი იმელი Password - პაროლი (ყურადღება მიაქციეთ პაროლს, რომელიც უნდა შედგებოდეს მინიმუმ 8 სიმბოლოსგან. აქედან ერთი სიმბოლო აუცილებლად დიდი ასო უნდა იყოს და ასევე პაროლი უნდა შეიცავდეს ციფრს) Security info - სამივე კითხვა თავისი პასუხებით, რაც საჭიროა დამატებითი უსაფრთხოებისთვის Optional Rescuve Email - დამატებითი იმეილი, ასევე უსაფრთხოებისთვის Enter your date of birth - დაბადების თვე, დღე და წელი. ვაჭერთ Continue

 

საგადახდო ველში ორი გამოსავალია. პირველი ვირჩევთ ბარათის გარეშე რეგისტრაცია რის შემდეგ მხოლოდ უფასო აპლიკაციებს გადაწერთ. ამისთვის საგადახდო ველში ვირჩევთ None. Billing Adress-ში კი ვუთითებთ ამერიკულ მისამართს. ვაჭერთ Create ID-ს, რის შემდეგაც თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ ვერიფიკაციის წერილი. გაუკეთეთ ვერიფიკაცია მითითებული ლინკით და ამის შემდეგ უკვე შეძლებთ ისარგებლოთ App ან Mac App Store-ით. მეორე ვირჩევთ ქვეყანას ამერიკა ან რუსეთი, რადგან საქართველო არ არის საიში. ამერიკა - ამერიკული app store-თი თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ Gift ბარათები (10$, 15$, 20$ და ა.შ.) რის შედეგ წერთ კოდს itunes-ში და გერიცხებათ ის ფული. ოღონც თქვენ ვერ გამოიყენებთ საქართველოს საბანკო ბარათებს ერთ-ერთი საიტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ www.itunesgiftcard.com. რუსეთი - რუსეთის app store-თი თქვენ შეგიძლიათ გამოყენოთ ქართული საბანკო ბარათი Qiwi Wallet-ის მეშვეობით (როგორ შევქმნათ ელექტრონული საფულე (Qiwi).)

 

ვბრუნდებით iTunes-ში, შეგვყავს ჩვენი ID, Password და ვიწერთ რაც გვსურს.