ფინანსები და ეკონომიკა

ინტერნეტ კომერცია

როგორ შევქმნათ ელექტრონული საფულე (Qiwi)

როგორ შევქმნათ ელექტრონული საფულე (Qiwi)

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

თანამედროვე ეკონომიკა ახალ ტექნოლოგიებსა და ონლაინ-ბიზნესს ეფუძნება, ელექტრონული ფულის ბრუნვამ კი დიდი ხანია მაღაზიების ბრუნვას გაუსწრო. უცხოეთში ნაღდი ფული ჯერ პლასტიკურმა ბარათმა ჩაანაცვლა, პლასტიკური ბარათი კი მოგვიანებით ელექტრონულმა საფულემ - მოხერხებულმა და კომფორტულმა ინტერნეტ-ანგარიშსწორების სისტემებმა - შეცვალა. საქართველოში ელექტრონული საფულე თანდათანობით პოპულარული ხდება. რაც ონლაინ-შოპინგის და ინტერნეტ-ბანკის მომხმარებელთა რაოდენობამ იმატა, ინტერესი ელექტრონული საფულის მიმართაც გაიზარდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ერთ-ერთი ასეთი ელექტრონული საფულის სისტემაა QIWI. იგი გახლავთ რუსული მომენტალური გადახდების სისტემა, რომელიც საკმაოდ არის გავრცელებული რუსეთისა და პოსტ-საბჭოთა ტერიტორიაზე. ერთ-ერთი სერვისი, რომელიც ამ სისტემას გააჩნია, გახლავთ ვირტუალური საბანკო ბარათი. რა არის ეს? ეს არის სრულიად ჩვეულებრივი სადებეტო ბარათი, რომელსაც ფიზიკური მატარებელი არ გააჩნია. თქვენ სმს-ის სახით გეგზავნებათ ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და უსაფრთხოების სამნიშნა კოდი.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • პლასტიკური ბარათი.
  • რუსული ენა (საშუალო დონეზე)

საფეხურები

  1. 1
    გადავდივართ Qiwi-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე : www.qiwi.com
  2. 2
    შეავსეთ რეგისტრაციის მოკლე ფორმა. თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი შემდეგი ფორმატით: +995 XXX XXXXXX საქართველო არის მხარდაჭერილ ქვეყანათა სიაში, ასე რომ ტელეფონის ნომერის გვერდით ქართული დროშა გამოჩნდება და დამცავი კოდი, შემდეგ დააჭირეთ ბმულს "Регистрация"
  3. 3
    QIWI გამოგიგზავნით პაროლს თქვენს მობილურ ნომერზე. შეიყვანეთ და თქვენ მოხვდებით მთავარ მენიუში.
  4. 4 პლასტიკური ბარათის მიბმა QIWI-ის ანგარიშს
    პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, QIWI-ს უნდა მიაბათ თქვენი რეალური პლასტიკური ბარათი. ამისათვის მთავარ მენიუში დააჭირეთ "Зарегистрировать банковскую карту“ და მიჰყევით ინსტრუქციას. თქვენ სატესტოდ ჩამოგაჭრიან მცირე თანხას, რის შესახებაც მიიღებთ სმს-ს. ბარათის მიბმის დასრულებისათვის პაროლის სახით უნდა ეს თანხა შეიტანოთ გამოსულ ველში.