შინაური ცხოველები

ძაღლები

როგორ გამოვავლინოთ ცოფის სიმპტომები ძაღლებში

როგორ გამოვავლინოთ ცოფის სიმპტომები ძაღლებში

ავტორი: დათო ბექაური

ცოფით შეიძლება დაავადდეს ყველა თბილსისხლიანი ცხოველი, უფრო ხშირად კი- ძაღლი. საჭიროა ვიცოდეთ ძაღლის ცოფის ნიშნები, რომლებიც ვითარდება დაკბენიდან 12-20 დღეში. ვეტერინარები გამოყოფენ სამ ძირითად ცოფის გამოვლინების სიმპტომებს: მძვინვარე, მშვიდი და ატიპიური . ინსტრუქციაში ჩამოთვლილია ცოფის გამოვლინების სიმპტომები ძაღლებში.

 

საფეხურები

  1. 1 მძვინვარე ფორმა ფორმულირდება სამი ეტაპით:
    პირველ ეტაპზე ცხოველი ერიდება ადამიანებს იმალება სიბნელეში ან პირით ძალზედ მეგობრულია. ასევე შესაძლებელია ქავილის გამოვლინება ნაკბენ ადგილებზე.

    მეორე ეტაპზე ჩნდება აგრესიის ნიშნები. უმიზნოდ დაბორიალებს, უმიზეზოდ ყეფს, იფხაჭნის და იკბენს ნაკბენ ადგილს, ღრღნის და ყლაპავს ნაფოტს და სხვა საგანს. თავს ესხმის და კბენს ცხოველს, ფრინველს, ადამიანს, პატრონსაც კი (როგორ მოვიქცეთ თუ გვიკბინა ძაღლმა).

    მესამე ეტაპი ცხოველს უვითარდება დამბლის ნიშნები. უჭირს სუნთქვა და კომატოზურ მდგომარეობაში კვდება.
  2. 2 მშვიდ ფორმაში ცხოველს უნვითარდება დამბლა, ჩამოსდის დორბლი, ბარბაცით მიათრევს კიდურებს და 2-4 დღეში ცხოველი კვდება.
  3. 3 ატიპიური ფორმა (რთული დიაგნოსტიკა) - შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე ან მეტი. თავდაპირველად შეიძლება დიარეის სიმპტომების გავოლინებას გავდეს, რის შემდეგაც შეიძლება მოხდეს დროებითი გაუმჯობესება.

გაფრთხილებები

  • მიუხედავად იმისა, რომ ცხოველი ჯანმრთელად გამოიყურება, მისი ნაკბენი საშიშია.
  • ცოფის ვირუსი პათოგენურია ყველა თბილსისხლიანი ცხოველისათვის.
  • ყოველთვიური ვიზიტი ვეტერინართან დაიცავს თქვენს ძაღლს დაავადებებისგან.