
Windows 7 არც თუ ისე ცოტა რესურსებს მოითხოვს კომპიუტერისაგან. ინსტრუქციაში გაიგებთ, თუ როგორ უნდა გაზარდოთ Windows 7-ის წარმადობა და სიჩქარე მაქსიმალური შედეგის მისაღებად.
საფეხურები
- 1 გათიშეთ სტარტაპიდან არასაჭირო პროგრამები
სტარტაპში (Startup) ირთვება პროგრამები Windows-ის ჩართვისთანავე.
გასათიშად Start-ში ვწერთ msconfig და ვაჭერთ Enter. გადადით ტაბ Startup-ში და მონიშნეთ (გათიშეთ) ის პროგრამები რომლებსაც თვლით, რომ არასასურველია და არ არის თქვენთვის საჭირო. (გაითვალისწინეთ, არ გათიშოთ ისეთი რამ რომელსაც არ იცით რა ფუნქცია აკისრია).
იხ. ინსტრუქცია როგორ ავაჩქაროთ Windows 7-ის ჩატვირთვა - 2 გათიშეთ Windows 7-ის ეფექტები და დატოვეთ მხოლოდ აუცილებელი
My Computer -> Properties -> მარცხენა პანელზე დააჭირეთ Advanced System Settings -> Advanced -> და მერე ისევ Settings. იხ. სურათი - 3 წაშალეთ არასაჭირო ფონტები
Control Panel -> Fonts -> მონიშნეთ ფონტი და დააჭირეთ ღილაკს Delete - 4 გათიშეთ Windows 7-ის ხმები
ამისათვის საჭიროა Start-ში ჩაწეროთ mmsys.cpl და დააჭიროთ Enter-ს. გადადით ტაბ Sounds-ში და Sounds Scheme-დან ამოირჩიეთ Windows Default. იხ. სურათი - 5 ხშირად გაუკეთეთ მყარ დისკებს დეფრაგმეტაცია
Start-ში ჩაწერეთ Disk Defragmenter, დააჭირეთ Enter-ს. ამოირჩიეთ მყარი დისკი (სასურველია რიგრიგობით ორივე) და დააჭირეთ მარჯვენა დაბლითა კუთხეში Defragment Disk - 6 ხშირად გაუკეთეთ მყარ დისკებს Clean up (გაწმენდა)
Start-ში ჩაწერეთ Disk Cleanup, ამოირჩიეთ მყარი დისკი (მაგ. C:) და დააჭირეთ OK როდესაც ამოაგდებს ხელმეორედ ფანჯარას დააჭირეთ კიდევ OK-ს - 7 გათიშეთ Windows 7-ის არასაჭირო პროგრამები, დანართები და თამაშები
შედიხართ Control Panel -> Programs and Features -> Turn Windows Features on or off. იხ სურათი - 8 გათიშეთ Search Indexing
Search Indexing ანუ იგივე ძებნის ინდექსირება საჭიროა სწრაფი ძებნისათვის. ოპერაციული სისტემა ახდენს ინდექსირებას ფოლდერებზე/ფაილებზე და ინახავს მათ ინფორმაციას (სახელს, მოცულობას, ტიპს, შიგთავსს და მისამართს) ერთ კონკრეტულ ფაილში და შემდგომ ამ ძებნის დროს Windows 7 აკითხავს ამ ფაილს, შესაბამისად ეს ფაილიც სწრაფად პასუხს მოცემულ კითხვაზე. ამ ფუნქციის გათიშვის შემთხვევაში Windows 7 ეძებს ფაილებს სხვადასხვა ფოლდერებში, ფაილებში, დოკუმენტებში და ასე ვთქვათ დაბოდიალობს კითხვა-კითხვით, თუმცა ოპერაციული სისტემის წარმადობისთვის აუცილებელია ეს ფუნქცია გავთიშოთ.
Search Indexing-ის გასათიშად Start-ში ჩაწერეთ services.msc და დააჭირეთ Enter-ს. კონფიგურაციის ჩამონათვალში მოძებნეთ Windows Search, დააჭირეთ მარჯვენა მაუსის ღილაკს და შემდეგ Properties. მანდვე ამოირჩევთ Startup Type - Disabled. იხ. სურათი - 9 წაშალეთ ზედმეტი დაინსტალირებული პროგრამები. იხ ინსტრუქცია როგორ წავშალოთ ზედმეტი პროგრამები Windows 7 - იდან
გაფრთხილებები
- ყურადღებით მიჰყევით ინსტრუქციას, რამე გაურკვეველ ქმედებას ჯობია ხელმეორედ გადაიკითხოთ საფეხური და ხელახლა შეასრულოთ პროცესი.
- ფრთხილად იყავით services.msc კონფიგურაციასთან, არასწორი ქმედების შემთხვევაში შეიძლება დააზიანოთ ოპერაციული სისტემა.