კომპიუტერი და ინტერნეტი

ოპერაციული სისტემები

როგორ ავაჩქაროთ Windows 7-ის ჩატვირთვა

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

თუ თქვენ ატყობთ, რომ კომპიუტერის ჩართვისას Windows გვიან იტვირთება და ჭედავს, საჭიროა ზედმეტი Startup პროგრამების გათიშვა. ამისათვის კი საჭიროა წაიკითხოთ ინსტრუქცია სრულად და მიჰყვეთ საფეხურებს, სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. ეს ყველაფერი არ საჭიროებს კომპიუტერის განსაკუთრებულ ცოდნას.

 

საფეხურები

  1. 1 გათიშეთ პროგრამები და შეინახეთ ყველაფერი თუ რამეზე მუშაობდით, რადგან პროცესის ბოლოს კომპიუტერის გადატვირთვა იქნება საჭირო.
  2. 2
    გახსენით Start და ქვედა ველში აკრიფეთ Msconfig, დააჭირეთ ღილაკს Enter.
  3. 3
    გამოჩნდება ფანჯრა, აირჩიეთ Selective startup, როგორც ეს სურათზე ნაჩვენები.
  4. 4
    დააკლიკეთ ფანჯრის ზედა ღილაკს Startup. გაიხსნება პროგრამების სია, რომლებიც ირთვება ავტომატურად Windows-ს ის ჩატვირთვასთან ერთად. მათი უმეტესობა შეიძლება სულ არ დაგჭირდეთ მთელი დღის განმავლობაში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ Windows ჩვეულებრივზე გვიან ჩაიტვირთება, პროცესების სიმრავლეც ხელს შეუწყობს კომპიუტერის ზედმეტ დატვირთვას. მონიშნულ პროგრამებს მოაშორეთ მონიშვნები, ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. კომპიუტერის ჩართვისას კი, თუ რომელიმე პროგრამის გამოძახება დაგჭირდებათ, თქვენ თვითონ გახსნით მას სურვილისამებრ.
  5. 5
    მას შემდეგ, რაც მონიშნული პროგრამების სიას მინიმუმამდე დაიყვანთ, დააკლიკეთ Apply, რის შემდეგაც გამოჩნდება ფანჯარა, რომელიც მოითხოვს კომპიუტერის გადატვირთვას. კომპიუტერის გადასატვირთად დააჭირეთ Restart. კომპიუტერი გადაიტვირთება და ამოქმედდება თქვენს მიერ შეტანილი ცვლილებები.
    თუ თქვენ გაინტერესებთ Windows 7-ის ასწრაფერბის სხვა გზები იხ. როგორ ავასწრაფოთ Windows 7

გაფრთხილებები

  • აქ აღწერილი ხერხი მოქმედებს ასევე Windows Xp და Windows Vista-ზე RUN ში ჩაწერეთ ბრძანება Msconfig.