როგორ დავაღწიოთ თავი ბახუსს - rogor.ge

როგორ დავაღწიოთ თავი ბახუსს

 

თავდაპირველად რასაც უნდა ებრძოლოთ არის დეჰიდრატაცია (პირის ღრუს სიმშრალე). შეეცადეთ მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. ნაბახუსევზე საუკეთესოა მარილიანი (მაგ: კიტრის მწნილი) ან უბრალო მინერალური წყლის მცირე რაოდენობით, მაგრამ ხშირ–ხშირად მიღება. მარილს გააჩნია თქვენი ორგანიზმისათვის საჭირო ტენიანობა, რაც დაგეხმარებათ ბახუსისგან თავის დაღწევაში.

 

შემდეგი მოქმედება, რაც უნდა გააკეთოთ არის კონტრასტული შხაპის (ცივი და ცხელი წყლის შენაცვლება) მიღება. ეს აუცილებლად გამოიწვევს სისხლის მიმოქცევის გამოცოცხლებას და კუნთებს ჩვეული ტონუსის აღდგენაში დაეხმარება.

 

შეეცადეთ მიირთვათ ბევრი, გემრიელად და კალორიული საკვები, მაგრამ გადაჭარბება არ ღირს იმ ზომამდე, რომ ორგანიზმი კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დააყენოთ. სასურველია თავდაპირველად მიირთვათ წვნიანი საკვები და შემდეგ უკვე თავს ძალა დაატანოთ და მიიღოთ კალორიული საჭმელი.

 

ბოლო და ყველაზე სასიამოვნო პროცესი არის - სიმღერა. ცნობილია, რომ სპირტი ყველაზე კარგად ორთქლდება ფილტვებიდან, ამიტომ თუ გულიანად იმღერებთ ბახუსიდან ბევრად უფრო მალე გამოხვალთ. ამ მეთოდს ხშირად გარშემომყოფების თავის ტკივილი მოჰყვება, მაგრამ ამ შემთხვევისთვისაც მოიძებნება გამოსავალი, წაიკითხეთ ინსტრუქცია თავის ტკივილის გამკლავებაზე.