ჯანმრთელობა

რჩევები

როგორ გავუმკლავდეთ თავის ტკივილს

ავტორი: საბა მდივნიშვილი

ამ პრობლემასთან შეხება ერთხელ მაინც ალბათ ყველა ჩვენგან ჰქონია. ყველასთვის ცნობილია გრძნობა თითქოს თავი ორ ნაწილად იხლიჩება. ასეთ მომენტებში ისმის კითხვა: რამ გამოიწვია თავის თკივილი და როგორ გავუმკლავდე?

ყველაზე ხშირად თავის ტკივილის მიზეზი ხდება შიდა თავისქალის წნევის ზრდა და შედეგად ვიღებთ გაფართოებულ ან შევიწროებულ თავის ტვინის სისხლძარღვებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ტაბლეტების მიღება არ არის საუკეთესო გამოსავალი, რადგან ნებისმიერი ტაბლეტი გარდა სარგებლისა ხასიათდება გვერდითი მოვლენებით, რასაც ზიანი მოაქვს თქვენი ორგანიზმისათვის. არსებობს რამდენიმე შენანიშნავი მეთოდი, რომელთა დახმარებითაც თქვენ თავის ტკივილის მორჩენას წამლების გარეშე შეძლებთ.

 

საფეხურები

  1. 1 ერთი ჭიქა წყლის დალევა
    ყველაზე მარტივი და ამავდროულად მოქმედი საშუალებაა თავის ტკივილის მოსახსნელად. დაისხით ერთი ჭიქა უბრალო წყალი და დალიეთ აუჩქარებლად, დაახლოებით 15-20 ყლუპით. ამის შემდეგ შეეცადეთ რამდენიმე წუთი მოდუნდეთ და ტკივილიც გაგივლით.
  2. 2 წერტილოვანი მასაჟი
    თავის ტკივილის დროს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, რომელსაც ჯერ კიდევ ძველ დროში მცხოვრები ჩინელები მიმართავდნენ. თკივილისგან გასათავისუფლებლად საჭიროა:

    - ხელით მოძებნეთ თავის ქალის დასაწყისში არსებული ჩაღრმავება, კისრის ორ ვერტიკალურ კუნთს შორის. დახუჭეთ თვალები, გადაწიეთ თავი უკან და რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ ეს ადგილი ორივე ხელის ცერა თითებით.

    - ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითებით დააწექით საფეთქელს (თვალების გასწვრის არსებულ წერტილებს), შეასრულეთ რამდენიმე წუთი

    - მესამე წერტილი მდებარეობს მაჯაზე, დაახლოებით ორი სანტიმეტრით ხელის გულის ქვევით. დაიზილეთ ეს წერტილი საპირისპირო ხელით ერთი წუთის განმავლობაში, შემდეგ შეცვალეთ ხელი.
  3. 3 ცხელი აბაზანა
    იმ შემთხვევაში თუ თავი სახლში ყოფნისას აგტკივდათ, მაშინ მის დასახმარებლად კარგი საშუალება იქნება ცხელი აბაზანის მიღება. ალტერნატიულ ვარიანტში შეიძლება ფეხების დათბილვა ცხელი წყლით დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
  4. 4 თავის ტკივილის პროფილაქტიკა

    მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღწერილი მეთოდები ეფექტურია და ამავდროულად უკუჩვენების გარეშეა, მაინც უკეთესი ვარიანტი იქნება, რომ ვიზრუნოთ თვითონ ტკივილის გამომწვევ მიზეზებზე და მისი თავიდან აცილების გზებზე. ამისათვის საჭიროა:

    - ნორმალური გამოძინება (7-8 საათი დღე-ღამეში)

    - ფიზიკური დატვირთვის ზომიერად მიღება.

    - ყავაზე და სხვა კოფეინის შემცველ სასმელებზე უარის თქმა.

    - საკუთარი ცხოვრებიდან სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელების ამოშლა.

    ამ რამდენიმე პუნქტის შესრულება მაქსიმუმამდე გახდის იმის შანსს, რომ აღარასოდეს შეგაწუხოთ თავის ტკივილმა და მასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა.