როგორ შევქმნათ სლაიდი PowerPoint 2007/2010-ში (დამწყებთათვის) - rogor.ge

როგორ შევქმნათ სლაიდი PowerPoint 2007/2010-ში (დამწყებთათვის)

 

დოკუმენტში გადაადგილება დოკუმენტში სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს კლავიატურის კურსორის გადასაადგილებელი კლავიშები და მათი კომბინაციები – ერთი სიმბოლოთი მარჯვნივ, – ერთი სიმბოლოთი მარცხნივ,– ერთი სტრიქონით ზემოთ, – ერთი სტრიქონით ქვემოთ, Home – სტრიქონის თავში, Ctrl+Home – ტექსტური ველის ფარგლებში დოკუმენტის თავში, Ctrl+End – სტრიქონის ბოლოში. PgUp – ერთი სლაიდით ზემოთ, PgDn – ერთი სლაიდით ქვემოთ.

 

ფრაგმენტის მონიშვნა PowerPoint-ში მუშაობისას ჯერ ხდება ფრაგმენტის მონიშვნა, ხოლო შემდეგ მასზე სხვადასხვა ოპერაციის შესრულება. ერთი ფრაგმენტის მონიშვნა მისი განსხვავებული ფერის ჩარჩოთი გამოყოფის ტოლფასია. ფრაგმენტის მოსანიშნად საჭიროა დავაყენოთ მაუსის მაჩვენებელი ფრაგმენტის წინ და მაუსის მარცხენა კლავიშზე თითის აუღებლად გადავატაროთ მისი მაჩვენებელი ამ ფრაგმენტზე.იგივეს გაკეთება შეიძლება სხვა ხერხითაც: დავაყენოთ მაუსის მაჩვენებელი ფრაგმენტის ერთ-ერთ მხარეს, დავაჭიროთ ხელი Shift კლავიშს და შემდეგ მაუსის მაჩვენებელი დავაწკაპუნოთ ფრაგმენტის მეორე ბოლოში ან დავაყენოთ მაუსის მაჩვენებელი ფრაგმენტის ერთ-ერთ მხარეს, დავაჭიროთ ხელი Shift კლავიშს და შემდეგ თითის აუღებლად კურსორის გადაადგილების კლავიშებით მოვნიშნოთ საჭირო ფრაგმენტი. სიტყვის მოსანიშნად საკმარისია მაუსით ორჯერ დავაწკაპუნოთ ამ სიტყვაზე, თუ ზედიზედ სამჯერ დავაწკა-პუნებთ ამ სიტყვაზე, მაშინ მთელი აბზაცი მოინიშნება.

 

შრიფტის დაფორმატება შრიფტის დაფორმატების მიზნით Home მენიუს Font ქვემენიუში მაუსის დაწკაპუნებით ან Ctrl+Shift+F ან Ctrl+Shift+P კლავიშთა კომბინაციით გაიხსნება დიალოგური ფანჯარა. ამ დიალოგური ფანჯრის Font ჩანართიდან ხდება მონაცემთა შრიფტის დაფორმატება. შესაბამის ველებში საჭირო პარამეტრების დაყენების გზით შეგვიძლია შევარჩიოთ ჩვენთვის საჭირო Latin text font– შრიფტი, Font style – შრიფტის სტილი, Size – ზომა, Font color – შრიფტის ფერი, Underline– ხაზგასმის ტიპი, Underline color – ხაზგასმის ფერი, ხოლო Effects ველში შეგვიძლია ავირჩიოთ შრიფტების სხვადასხვა ეფექტი: Strikethrough – ხაზგადასმული, Double strikethrough – ორხაზგადასმული, Superscript – ზედა ინდექსი, Subscript – ქვედა ინდექსი, Small caps – პატარა ასოებიც ასომთავრულით, All caps – ყველა ასოები ასომთავრულით და Equalize Character Height – ყველა სიმბოლო ერთი სიმაღლის.

 

ტექსტის შესწორება, აბზაცი და სტრიქონებს შორის ინტერვალი ტექსტის აკრეფა აბზაცის დაფორმატებით იწყება. აბზაცის დაფორმატება შეიძლება შევასრულოთ როგორ სახაზავზე განთავსებული ისრების საშუალებით, ასევე Home მენიუს Paragraph ქვემენიუში ისარზე მაუსის დაწკაპუნებით გახსნილ დიალოგური Paragraph ფანჯრის Indents and Spacing ჩანართის Indentation ველის Special ჩამონათვალში ავირჩიოთ აბზაცის პირველი სტრიქონის დაცილების რეჟიმი ტექსტური ველის კიდედან, მანძილი კი განვსაზღვროთ By პარამეტრის მითითებით. Before text გადამრთველით შეგვიძლია დავაყენოთ ტექსტური ველი კიდედან ტექსტის დაცილების ინტერვალი. იგივე ოპერაციის შესრულება შეიძლება Home მენიუს Paragraph ქვემენიუში განლაგებული – Decrease List Level, Increase List Level ღილაკების საშუალებით.

 

ფორმატის კოპირება დაფორმატების პარამეტრების სხვა ფრაგმენტებზე კოპირებისათვის Home მენიუს Clipboard ქვემენიუს Format Painter ღილაკი გამოიყენება. ეს ოპერაცია შემდეგნაირად ხორციელდება: მოვნიშნოთ ფრაგმენტი, რომლის ფორმატის კოპირებაც გვსურს; მაუსის მაჩვენებელი Format Painter ღილაკზე ერთხელ დავაწკაპუნოთ, მაუსის მაჩვენებელი მიიღებს ფუნჯის ფორმას და შემდეგ მაუსის ამ მაჩვენებლით მოვნიშნოთ ფრაგმენტი, რომელზეც გვსურს გავრცელდეს აღნიშნული ფორმატი. თუ მაუსით Format Painter ღილაკზე ორჯერ დავაწკაპუნებთ, მაშინ იგივე ფორმატი შეიძლება დოკუმენტის სხვადასხვა ადგილზე მრავალჯერ გამოვიყენოთ, ვიდრე აღნიშნული ღილაკის ამორთვა არ მოხდება შესაბამის ღილაკზე მაუსის დაწკაპუნებით ან ESC კლავიშზე თითის დაჭერით. გრაფიკასთან მუშაობის პროცესში Format Painter-ი საუკეთესო საშუალებაა ფორმატის კოპირებისათვის. ფორმატის კოპირება შესაძლებელია სურათის ჩარჩოს კოპირების დროსაც. Format Painter ღილაკი არ მუშაობს Word-ში გამოყენებული ტექსტების შრიფტის და შრიფტის ზომის კოპირების განსახორციელებლად.

 

სიებისა და ჩამონათვლების შექმნა სიებისა და ჩამონათვლების შექმნის ბრძანებებს ეკუთვნის სიებთან სამუშაო ინსტრუმენტები, რომელიც განთავსებულია Home მენიუს Paragraph ქვემენიუში Bullets და Numbering ღილაკების სახით. PowerPoint--ის წინა ვერსიებში დანომრილი ან მარკირებული სიების შედგენა შესაძლებელი იყო კონტექსტური მენიუს ან ინსტრუმენტების პანელზე მოთავსებული ღილაკების მეშვეობით.

 

სლაიდების დამატება და წაშლა PowerPoint-ში ახალი პრეზენტაციის გახსნის დროს პირველ სლაიდად ჩუმათობის პრინციპით გამოდის Title Slide – სატიტულო სლაიდი, ხოლო მომდევნო სლაიდების შერჩევა მომხმარებლის სურვილით Home მენიუს Slides ქვემენიუს New Slide ღილაკზე დაწკაპუნებით ხდება. ამ დროს ჩამოიშლება დამატებითი ფანჯარა – სლაიდების საოფისე თემების გალერეა, სადაც შეიძლება სასურველი სლაიდის სტილი შეირჩეს. თუ გვინდა არსებული სლაიდის ანალოგიური სლაიდის ჩამატება, მაშინ ჩამოშლილ ფანჯარაში ავირჩიოთ Dublicate Selected Slides ბრძანება, თუ გვინდა რომელიმე სხვა ობიექტის ჩამატება, მაშინ Slides from Outline, ხოლო უკვე არსებული პრეზენტაციიდან რომელიმე სლაიდის გადმოწერა, მაშინ Reuse Slides. ამ უკანასკნელის დროს მარჯვენა მხარეს გაიხსნება Reuse Slides დამატებითი ფანჯარა პრეზენტაციებისა და სლაიდების მოსაძებნად.

 

ფიგურების ჩასმა დოკუმენტში სხვადასხვა ფიგურის (ეს ფიგურებია სხვადასხვა სახის წრფეები, ისრები, წირები, ძირითადი გეომეტრიული ფიგურები, განტოლების ფორმები, ბლოკ-სქემის ფიგურები, ვარსკვლავები, ბანერები და სხვა) ჩასასმელად შეიძლება გამოვიყენოთ როგორც Home მენიუს Drawing ქვემენიუს Insert Shapes > More ღილაკით ჩამოშლილი შესაბამისი დამატებითი ფანჯარა ავტოფიგურების სია, ასევე Insert მენიუს Illustrations ქვემენიუს Shapes ბრძანება ან დამატებითი Drawing Tools > Format მენიუს Insert Shapes ქვემენიუს More ღილაკით ჩამოშლილი ავტოფიგურების სია.