როგორ შევქმნათ ცხრილი PowerPoint 2007-ში - rogor.ge

როგორ შევქმნათ ცხრილი PowerPoint 2007-ში

 

მაუსი დავაწკაპუნოთ Insert მენიუს Tables ქვემენიუს Table ღილაკზე. ჩამოშლილი მენიუს Insert Tables ველში მაუსი გადავატაროთ სასურველი რაოდენობის სტრიქონებსა და სვეტებზე და დავაწკაპუნოთ მის მარცხენა კლავიშზე.

 

თუ ცხრილის შესაქმნელად გამოვიყენებთ Insert მენიუს Tables ქვემენიუს Table ღილაკით ჩამოშლილი მენიუს Excel Spreadsheet ბრძანებას, მაშინ მონიშნულ ადგილზე შეიქმნება Excel-ის ცხრილი.

 

ცხრილის შექმნა ცხრილის ჩასმის ბრძანებებით. ცხრილის შესაქმნელად შეიძლება ვისარგებლოთ Insert მენიუს Table ქვემენიუს Table ღილაკით ჩამოშლილი მენიუს Insert Tables ... ბრძანებით. გაიხსნება დამატებითი დიალოგური ფანჯარა Insert Table, სადაც Number of columns და Number of rows ველებში დავაფიქსიროთ ცხრილში სტრიქონებისა და სვეტების რაოდენობა.

 

ცხრილის დახატვა ცხრილის შესაქმნელად შეიძლება გამოვიყენოთ Insert მენიუს Table ქვემენიუს Table ღილაკით ჩამოშლილი მენიუს Draw Table ბრძანება. ამ დროს მაუსის მაჩვენებელი ფანქრის ფორმას მიიღებს და მისი საშუალებით შეიძლება საჭირო ცხრილი დაიხატოს. ცხრილის გარე საზღვრების განსაზღვრის მიზნით დავხატოთ მართკუთხედი, რისთვისაც მაუსის მაჩვენებელი მივიყვანოთ სლაიდის იმ ადგილას, სადაც გვსურს ცხრილის ჩასმა და მაუსის მარცხენა კლავიშზე ხელის აუღებლად დავხატოთ მართკუთხედი. ცხრილის გარეთა კონტურის დახატვის შემდეგ ავტომატურად ჩაირთვება Table Tools > Design და Table Tools > Layout დამატებითი მენიუები. გარდა ამისა, იმავე წესით გავავლოთ სტრიქონებისა და სვეტების ხაზები ოთხკუთხედის შიგნით. ცხრილის ხატვის დასრულების შემდეგ ხატვის რეჟიმის გამორთვა შეიძლება Table Tools > Design მენიუს Draw Borders ქვემენიუს Draw Table ბრძანების ამორთვით ან Table Tools > Layout მენიუს Table ქვემენიუს View Gridlines ღილაკით. ცხრილში ხაზების წასაშლელად გამოიყენება Table Tools > Design მენიუს Draw Borders ქვემენიუს Eraser ბრძანება. მაუსის მაჩვენებელი მიიღებს საშლელის ფორმას. ხაზის წაშლის მიზნით დააწკაპუნეთ იმ ხაზზე, რომლის წაშლაც გინდათ. ცხრილის დახაზვის დასრულების შემდეგ, კურსორი ჩავაყენოთ უჯრაში და დავიწყოთ მონაცემების შეტანა. უჯრებს შორის გადაადგილება შეიძლება [i]Tab[/i] კლავიშის ან კურსორის გადასაადგილებელი კლავიშების გამოყენებით ან მაუსის მაჩვენებლის საშუალებით.

 

ცხრილის შექმნა შაბლონების გამოყენებით Microsoft Office PowerPoint 2007-ში ცხრილის შესაქმნელად შეიძლება გამოყენებულ იქნეს შაბლონები, რომელიც მოთავსებულია წინასწარ დაფორმატებულ ცხრილების გალერეაში. ცხრილის შაბლონები ტიპურ მონაცემებს შეიცავს, რათა დაგვეხმაროს ცხრილის ვიზუალური სახის შერჩევაში. ამისათვის, კურსორი იმ ცხრილში რომლის დაფორმატებაც გვსურს და Table Tools > Design დამატებითი მენიუს Table Styles ქვემენიუს ჩამოშლილ შაბლონების ნიმუშებს შორის მაუსის დახმარებით ავირჩიოთ სასურველი შაბლონი.