ნიკოტინი - rogor.ge

როგორ განვდევნოთ ნიკოტინი ორგანიზმიდან

თამბაქოში შემავალი ნიკოტინი ორგანიზმიდან საკმაოდ ადვილად გამოიდევნება გარკვეული მეთოდებით. როდესაც თქვენი სხეული იღებს ნიკოტინს, ის გადადის სისხლში, ნერწყვსა და შარდში. როგორც წესი, ნიკოტინი სხეულში რჩება 1-დან 4 დღემდე სიგარეტის მოწევის შემდეგ. ორგანიზმიდან ნიკოტინის გამოდევნის ხერხი, უმეტესწილად, მხოლოდ დრო, კარგად ჭამა, წყლის დალევა და ვარჯიშია. ნიკოტინი არის ის, რაც იწვევს თამბაქოს პროდუქტებზე დამოკიდებულებას, ამიტომ დეტოქსიკაციის მთავარი სარგებელი ის არის, რომ თქვენ აღარ გიჩნდებათ მოწევის სურვილი. ამისათვის გთავაზობთ შემდეგ ნაბიჯებს.

როგორ შევამციროთ სიგარეტის მოწევისაგან გამოწვეული ზიანი

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვობაში სიგარეტის მავნებლობის შესახებ მოყოლოლმა ისტორიებმა, მამის მკაცრმა პოზიციამ ვერ გადაგაწყვეტინათ სიგარეტის გადაგდება, მაშინ ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლებთ ამას დროთა განმავლობაში. რათქმაუნდა შესაძლებელია სხვადასხვა ხერხის ცდა, იქნება ეს ტაბლეტები, ელექტრონული სიგარეტი, სხვადასხვა მოწყობილობები თუ შესაბამისი ლიტერატურა, როგორ პრაქტიკა გვიჩვენებს, ისინი ხშირ შემთხვევაში ნაკლებადეფექტურნი არიან. გადავწყვიტე არ წაგიკითხოთ მორიგი ლექცია სიგარეტის მავნებლობის შესახებ. არამედ, გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომლიც დაგეხმარებათ ორგანიზმის ნიკოტინის მავნებლობისაგან დასაცავად. ამ სტატიაში იხილავთ რამდენიმე მარტივ წესს, რომლის დაცვისას შეძლებთ მინიმუმამდე დაიყვანოთ სიგარეტის მიერ თქვენი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი.