ხელოვნური სუნთქვის ტექნიკის ცოდნა ყველა ადამიანს სჭირდება. ყოველი ჩვენგანი ერთხელ მაინც შეიძლება აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როცა მთლიანად ჩვენზე იქნება დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე. ასეთ მომენტში ყოველი წამი ძვირფასია და სასწრაფო დახმარება მოსვლამდე, ჩვენ უნდა შევძლოთ ავადმყოფის გადარჩენა. ასე, რომ ამ ინსტურქციაში დეტალურად აგიხსნით, როგორ ტარდება ხელოვნური სუნთქვა.
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ალბათ ხშირია უბედური შემთხვევა, ამიტომაც შემთხვევის ადგილზე მნიშვნელოვანია თქვენს მიერ დამოუკიდებლი, სწორი გადაწყვეტილების მიღება და აქტიური ქმედება. ალბათ შეგხვედრიათ ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ან ყოფილხართ სიტუაციაში, როცა თქვენს ახლობელს ესაჭიროება დაუყოვნებელი დახმარება და პირველ წუთებში მარტო ხართ. რა არის პირველი დახმარება? - ეს არის დახმარების სწრაფად და სწორად გაწევა ადამიანისთვის, რომლის ჯანმრთელობას უეცრად საფრთხე დაემუქრა. მისი შემდგომი ბედი ხშირად თქვენს სწორ ქმედებაზეა დამოკიდებული. პირველი დახმარება რთული არ არის. ზოგჯერ ძალიან მარტივი ხერხით შეიძლება გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, დაეხმაროთ მას ექიმის მოსვლამდე.