საქართველოში ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. მათ განსხვავებული შეთავაზებები აქვთ და განსხვავდებიან სესხის გაცემის საკომისიოს, გასაცემი თანხის ოდენობის, სესხის დაფარვის დროის, თუ სესხის უზრუნველყოფის პირობების მიხედვით. აღნიშნულ სტატიაში გთავაზობთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სიას, რომელიც დალაგებულია სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების მიხედვით.
ვგულისხმობთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. სწრაფი სესხები ბოლო პერიოდის ერთ-ერთი სკანდალური თემაა. საკითხი, რომელიც გაუთვალისწინებელ რისკებთან, ფინანსურ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ვიღებთ კრედიტს ისე, რომ წინასწარ არ გვაქვს გათვლილი, შევძლებთ, თუ არა მის დაფარვას. თუ სრულად არა, პროცენტის გადახდას მაინც. შემდეგ კი ემატება და ემატება საკომისიო და ჩვენი აგრესიაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ იზრდება.
აქ არ არის ადგილი მორალური შენიშვნებისთვის. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ცხადია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოსმახურებით უფრო და უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს. ამიტომ იმისათვის, რომ თავიდან აგარიდოთ გაუმართლებელი რისკები, რამდენიმე რჩევას მოგცემთ: რას ნიშნავს სწრაფი სესხი? როგორ ავირიდოთ თავიდან ფინანსური სიძნელეები? და როგორ ავიღოთ სწრაფი სესხი უპროცენტოდ, ან დაბალ პროცენტში ისე, რომ წარმოუდგენელი ფასის გადახდა არ დაგვჭირდეს მისი დაბრუნებისას?