საიტის შექმნა - rogor.ge

როგორ დავაინსტალიროთ Wordpress

თუ გსურთ გქონდეთ საკუთარი ვებ გვერდი ან ბლოგი, ხოლო თქვენ პროგრამირებაში არ გაგაჩნიათ არანაირი პრაქტიკული გამოცდილება, Wordpress- შეუძლია დიდი დახმარების გაწევა თქვენთვის. მრავალი გამოკითხვის შედეგად ის არის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული CMS, საიტის ძრავა (კონტენტის მართვის სისტემა). მას უამრავი ადამიანი და ორგანიზაცია იყენებს. ის ვრცელდება სრულიად უფასოდ. შეგიძლიათ მოარგოთ მას სხვადასხვა დიზაინი, ასევე დაუმატოთ პლაგინები და თქვენს გემოზე გადააკეთოთ. მოცემულ ინსტრუქციაში შევეცდები მოკლედ და კონკრეტულად აგიხსნათ, თუ როგორ ხდება მისი დაყენება. წაიკითხეთ ინსტრუქცია და შექმენით თქვენი პირველი სააიტი გლობალურ ქსელში.