როგორ ამოიცნოთ ტრიქომონიაზი?
ტრიქომონიაზი სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით 10% განიცდის ამ დაავადებას და ყოველწლიურად 170 მილიონი ადამიანი რეგისტრირდება აღნიშნული პრობლემით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ტრიქომონიაზს ისეთი სახიფათო შედეგები ახასიათებს, როგორებიცაა უშვილობა, ორსულობის პათოლოგია. კიდევ, მამაკაცებში ურეთრის, სათესლე ჯირკვლების და პროსტატის დაავადება, ხოლო ქალებში - საშოსი. ინფექცია სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ინფიცირებიდან 1-4 კვირის განმავლობაში ვლინდება.