ანაბრები - rogor.ge

როგორ გავხსნათ ანაბარი?

რა არის ანაბარი და რა მნიშვნელობა აქვს დანაზოგებს? ანაბარი (დეპოზიტი) არის თანხა, რომელსაც ვანთავსებთ საკრედიტო დაწესებულებაში (ბანკში) გარკვეული დროით, სარგებლის მიღების მიზნით. ანაბრის საშუალებით ვაკეთებთ დანაზოგს და მას ვინახავთ უსაფრთხოდ, ასევე ვიღებთ სარგებელს ანაბარზე დარიცხული პროცენტის სახით. ანაბრის უპირატესობაა ისიც, რომ მეანაბრეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს მის მიერ განთავსებული თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი. (თუ ხელშეკრულებით სხვა პირობები არ არის გათვალისწინებული). ასეთი ტიპის დანაზოგის ბანკში განთავსება ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ვინაიდან გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან და დაუგეგმავი ხარჯებისაგან არავინ არ არის დაზღვეული.