სუიციდი მოზარდებში გლობალური პრობლემაა, რომელიც ხშირად გაუგებრობის, ემოციური ტკივილისა და სტრესის ფონზე ვითარდება. ბევრ მშობელს ან ახლობელს უჭირს შეამჩნიოს, როდის საჭიროებს მოზარდი დახმარებას.
მნიშვნელოვანია დროულად ამოვიცნოთ გამაფრთხილებელი ნიშნები, გავიგოთ შესაძლო მიზეზები და სწორად დავეხმაროთ.
ფინანსებთან დაკავშირებული სირთულეები, როგორც წესი, არ ეხება ახალგაზრდა თაობას, რაც სავსებით ლოგიკურია. უფროსების ამოცანაა გადასცენ ბავშვებს ფინანსური წიგნიერების მნიშვნელობა. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილს ისწავლოს ფინანსების მართვა?
ბავშვების ზრდასთან ერთად იზრდება მანძილი მათსა და მშობლებს შორის - ეს ნორმალურია და სწორიც კი.სხვა საქმეა, როცა საუბარია არა მხოლოდ სეპარაციაზე, არამედ ურთიერთობის სურვილის გაქრობაზე.
ძალიან გულსატკენია, როცა თინეიჯერობის ასაკში მოზარდი მარტოა, მეგობრების გარეშე. ეს პრობლემა საკმაოდ ხშირია ამ ასაკში. გთავაზობთ პრობლემის გადაჭრის გზებს, რომ დაეხმაროთ თქვენს მოზარდს მეგობრების შეძენაში.
ხშირად გვაქვს ცხოვრებაში მომენტები როცა ჩვენი თვითშეფასება ეცემა. ამას ორი მიზეზი შეიძლება განაპირობებდეს: უძლურება და სირცხვილის გრძნობა. უთხარით თქვენს შვილს, რომ მას აქვს შეცდომების დაშვების უფლება, რადგან ეს ნორმაა და კარგიც, რაც მის პიროვნულ ზრდას განაპირობებს.
16 წლიდან შეგიძლიათ იფიქროთ ნებისმიერ ვაკანსიაზე, რომელიც შესაფერისი გეჩვენებათ. მაგრამ გადაწყვეტილებას, დაიქირაოს თუ არა ახალგაზრდა, იღებს დამსაქმებელი. ჩვენ გთავაზობთ პოპულარულ მიმართულებებს პროფესიული კარიერის დასაწყებად.
მოზარდობა - ბავშვის ასაკიდან ზრდასრულად გარდაქმნის პერიოდია. ეს პროცესი ყოველთვის არ ჩაივლის შეუფერხებლად. ხშირად ჩნდება მრავალი კომპლექსი. მაგალითად, გოგონებისთვის უხერხულობის განცდას ქმნის თმის გაჩენა ფეხებზე, მკლავებსა და იღლიებში. გოგონები, როგორც წესი, 11-12 წლის ასაკში განიცდიან დისკომფორტს არასასურველ თმასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდის სტატისტიკით, უფრო და უფრო ხშირად, თმის აქტიური ზრდა მოზარდებში იწყება 9 წლის ასაკიდან.
მნიშვნელოვანია იმოქმედოთ სიტუაციის შესაბამისად. თუ თქვენს ქალიშვილს აწუხებს არასასურველი თმის ზრდა, ასწავლეთ მას ყველაფერი, რაც უნდა იცოდეს თმის მოცილების შესახებ. 14-15 წლამდე დაუშვებელია ლაზერული ეპილაცია. ასევე, არ არის რეკომენდებული დეპილაციის მტკივნეული მეთოდები. დეპილაციის კრემის გამოყენებაც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. დეპილაციის საშუალებები შეიცავს მავნე და ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს, რამაც შეიძლება მოზარდებში გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ყველაზე უსაფრთხო და აპრობირებულ მეთოდად მიიჩნევა პარსვა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული რჩევები და დაიცვათ წესები. ყველაზე მნიშვნელოვანი - უსაფრთხო საპარსის შერჩევაა, რომ თავიდან იქნას აცილებული კანის დაზიანება, გაღიზიანება, ინფიცირება და ტრავმები. საპარსის გამოყენება რეკომენდებულია 11 წლის ასაკიდან, თუ თმები საკმარისაც მუქია.
თუ გოგო მოგწონთ, შეიძლება დაბნეული ხართ და არ იცით, როგორ მოიქცეთ. დიდი ალბათობით, გინდათ, რომ მან იცოდეს თქვენი გრძნობების შესახებ, მაგრამ ამის აღიარების გაფიქრება პირდაპირ, გაშინებთ. იდეალური გამოსავალია მინიშნება გოგოსთვის, რომ მოგწონს. აჩვენეთ როგორ გრძნობთ თავს სხეულის ენით და შემთხვევითი ფლირტით. ასევე, ესაუბრეთ გოგონას, რომელიც მოგწონთ სოციალურ ქსელებში. ის მიხვდება, რომ ის თქვენთვის უფრო მეტია, ვიდრე მეგობარი.
ყოველი დაბადების დღე განსაკუთრებული მოვლენაა და ეს დღესასწაული ყოველთვის განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, ასაკის მიუხედავად. თუმცა, მოზარდობის პერიოდში სხვაგვარი დამოკიდებულებები ჩნდება, რის გამოც მშობლები უნდა ეცადონ, რომ განსაკუთრებულად გაუხალისონ შვილებს ეს დღე.
ბავშვების აღზრდა, მათთვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნა და ხელშეწყობა ძირითადად ნომერ პირველ საზრუნავს წარმოადგენს. ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც არა მხოლოდ მშობლები, მასწავლებლები თუ სხვა ახლო გარეოცვაა ჩართული, არამედ ერთიანდება მთელი საზოგადოება. ბავშვი ყველაზე სხარტად იღებს ინფორმაციას, მასზე მოქმედებს როგორც ახლომდებარე, ასევე გლობალური გარემოც, რასაცინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ ყველაზე მეტად შეუწტყო ხელი. და რაც უფრო იზრდება ბავშვზე მოქმედ საზოგადოების წევრთა რიცხვი, მით უფრო ძნელი ხდება მისი დაცვა მავნე ზეგავლენისაგან.
ოდესმე გქონიათ სურვილი რაიმეს ყიდვის, თუმცა მშობელმა ვერ შეძლო თქვენი სურვილის ასრულება? თუ საკუთარი შემოსავალი გექნებათ, თავად შეძლებთ შეიძინოთ ის, რაც გსურთ.
ალბათ, არავინ უარყოფს, რომ მშობლების უმეტესობისთვის რთულიაშვილის გარდატეხის ასაკის თავისებურებებთან გამკლავება. ბევრი მშობელი, რომლის შვილიც ჯერ კიდევ პატარაა, შესაძლებელია ფიქრობს, რომ მისთვის და მისი შვილისთვის ეს ასაკი უპრობლემოდ ჩაივლის.
ზედმეტი წონა მოზარდებში სულაც არ არის იშვიათობა. თუ გსურთ მისგან თავის დაღწევა, აუცილებელია მიჰყვეთ გარკვეულ გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც კვების რეჟიმს, ასევე ფიზიკურ დატვირთვებს.