ნივთების გამოწერა - rogor.ge

როგორ მოძებნოთ სასურველი ნივთი Taobao-ზე ფოტოთი

Taobao-ს აქვს უნიკალური ალგორითმი, რომელიც მყიდველებს საშუალებას აძლევს იპოვონ სასურველი ნივთები ფოტოთი, საკვანძო სიტყვების ჩაწერის გარეშე. ალგორითმი ადარებს თქვენ მიერ ატვირთულ ფოტოებს Taobao-ს მონაცემთა ბაზაში არსებულს და მოგაწვდით ყველა პროდუქტის ძიების შედეგებს, რომლებიც ემთხვევა თქვენ მიერ ატვირთულ სურათს.

როგორ გამოვწეროთ ნივთები Trendyol-იდან

Trendyol-იდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ქალის, მამაკაცის, ბავშვის ხარისხიანი ტანსაცმელები ხელმისაწვდომ ფასად. ნივთები თქვენს მისამართზე პირდაპირ არ გამოიგზავნება, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ გადამზიდი კომპანიები, რომლებიც გთავაზობენ საერთაშორისო მიწოდებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

როგორ გამოვიწეროთ ნივთები Taobao-დან კომპიუტერით

დღესდღეობით ძალიან ბევრი ადამიანი იწერს ტანსაცმელებს და სხვადასხვა ნივთებს Taobao-დან. მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციას, რათა გაგიმარტივდეთ გამოწერა.

როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან (Amazon.com)

ამაზონიდან ან რომელიმე ამერიკული საიტიდან ნივთების გამოწერა ხდება შუამავალი კომპანიის დახმარებით. რეგისტრირდებით რომელიმე შუამავალ კომპანიაში, რომელიც გაძლევთ თქვენს საფოსტო მისამართს ამერიკაში. იქვე შეძენილი ნივთი მიდის თქვენს საფოსტო მისამართზე და შუამავალი კომპანია გიგზავნით საქართველოში. ძალიან მარტივი პროცედურაა, რომელიც გრძელდება მაქსიმუმ 2 კვირა. ამაზონი აწვდის ნივთს 3-5 დღეში, კომპანია ტვირთავს ამანათებს რეისზე (2-3 დღე) და გზავნის (3-5 დღე).